LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი ჭარბი წონისგან დიეტის გარეშე

139

მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაედგინათ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი – შესაძლებელია თუ არა იდეალური ფორმის შენარჩუნება დიეტის გარეშე. სპეციალური გამოკითხვის შემდეგ დაადატურეს, რომ მსგავსი რამ სავსებით რეალურია.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ იდეალური აღნაგობის მფლობელთა 74% არასდროს მიმართავს დიეტურ კვებას, მათი ტანადობის მთავარი საიდუმლო კი, საკვების შერჩევაშია. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 50%-ზე მეტი ხილითა და ბოსტნეულით საუზმობს, 30% – ხშირად მიირთმევს კვერცხს, 20% კი, შიმშილს თხილით იკლავს. რესპონდენტთა 65% ვახშამზე ბოსტნეულს ამზადებს, 61% კი, ხორცის პროდუქტიდან ქათმის ფილეს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, დაახლოებით 40% საერთოდ არ სვამს გაზიან სასმელს, 33% კი, მხოლოდ დიეტურ გაზიან სასმელს მიირთმევს.

კარგი ფიგურის შენარჩუნება შეუძლებელია ფიზიკური დატვირთვის გარეშე, რაც გამოკითხულთა იმ 50%-იც დაადასტურა, რომელიც კვირაში მინიმუმ 5-ჯერ ვარჯიშობს. იდეალური ფიგურის მფლობელთა 10% ვეგეტარიანელი აღმოჩნდა, 20% კი, უარს ამბობს ალკოჰოლის მიღებაზე. აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცებს უფრო უჭირთ ნორმალური წონის შენარჩუნება, ვიდრე ქალებს. გამოკითხულთა შორის 41 წელს გადაცილებულ გამხდარ ადამიანებს შორის 80% სწორედ ქალბატონებმა შეავსეს. ამასთანავე, 48%-ის განცხადებით, ისინი არასდროს მიმართავდნენ დიეტას.

მეცნიერების განცხადებით, იდეალური ფორმის შესანარჩუნებლად არაა აუცილებელი საყვარელ საკვებზე უარის თქმა, მთავარია, ვისწავლოთ საკუთარი ორგანიზმის მოსმენა და ხარისხიანი, დაბალანსებული საკვების შერჩევა, რომელიც ცხოველური ცხიმების ნაცვლად მცენარეულს შეიცავს. გარდა ამისა, არასდროს უნდა მოგვივიდეს ზედმეტი და მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ფიზიკურ დატვირთვას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები