LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე

693

სპორტი ადამიანს მადას უღვიძებს. ბევრი ჩენგანი დილით ვარჯიშზეც კი ამბობს უარს, რომ ნაკლები ჭამოს. თუმცა, მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მადა საშუალო ინტენსივობის ვარჯიშის შედეგად არ იმატებს, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა კი ჭამის სურვილსაც დაგიკარგავთ.

სინამდვილეში კი ვარჯიშის შემდეგ მადის მატებას, როგორც წესი, არა ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს. ადამიანი მიიჩნევს, რომ მან დახარჯა საკმარისი კალორია და აქვს უფლება, არ შეზღუდოს თავი საკვებში. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვაანალიზებთ ხოლმე დახარჯულ ენერგიასა და მიღებულ კალორიებს და ვჭამთ უფრო მეტს, ვიდრე ვხარჯავთ. არასწორ კვებას კი ხშირად წყურვილი და დაღლილობა მოჰყვება ხოლმე. თუ ვარჯიშის შემდეგ სისუსტე ან თავბრუსხვევა იგრძენით, მიირთვით ნახშირწყლებით მდიდარი საკვები – მაგალითად, რომელიმე ხილი, ან პურის ნაჭერი. ხშირად კი დაღლილობას 1 ჭიქა წყლის მიღებაც ხსნის.

თუ სპორტით ხართ დაკავებული ეს სულ არ ნიშნავს, რომ ახლა ყველაფრის ჭამა შეგიძლიათ. აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მიღებული კალორიები, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით, ასე შიმშილს აირიდებთ თავიდან და ჭარბი წონაც არ გემუქრებათ. კვებებს შორის ვარჯიში კი გარანტირებულად დახარჯავს თქვენს მიერ მიღებულ კალორიებს.

თუ ვარჯიშის შემდეგ იგრძნობთ ძლიერ შიმშილს, სცადეთ სპორტის სხვა სახეობა აარჩიოთ, თუ ეს შესაძლებელია, ან შეცვალეთ ვარჯიშის ტემპი, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ ვარჯიში. თანდათანობით გაიზრდება კუნთოვანი მასა, რასაც ბევრად მეტი ენერგია სჭირდება და თქვენი ორგანიზმი მეტ კალორიას დახარჯავს. ამგვარად, წონაში დაკლებას იმ შემთხვევაშიც შეძლებთ, თუ დიეტაზე არ იქნებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები