LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიკლოთ წონაში ხუთ დღეში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე

2192

წონის სწრაფად დაკლებას და ექსპრეს-დიეტებს ექიმები მთელ მსოფლიოში აკრიტიკებენ, რადგან ნებისმიერი დიეტოლოგი დარწმუნებულია, რომ წონის დაკლება ეტაპობრივადაა საჭირო. თუმცა,  არსებობს მაქსიმალურად მოკლე დროში გახდომის რამდენიმე საიმედო დიეტა, რომელთა შორის ერთ-ერთი ხუთ დღეზეა გათვლილი და Victoria’s Secret-ის ერთ-ერთ “ანგელოზის”  ჯესიკა ჰარტის გამოცდილებას ემყარება.  

* თხევადი საკვები

თხევადი საკვები საუკეთესო საშუალებაა მოამარაგოთ ორგანიზმი სასარგებლო მიკროელემენტებით და მოიწესრიგოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. ამიტომ, თუნდაც ხუთი დღით დაუმეგობრდით მწვანე ბოსტნეულის (ისპანახი, კიტრი, ნიახური) სმუზის, რომელსაც დღეში 4-5-ჯერ მიირთმევთ. რა თქმა უნდა, ხუთი დღე მხოლოდ ბოსტნეულით შეზღუდვა არ ღირს, ამიტომ საუზმეზე და ვახშამზე მიიღეთ ნაჯერი ცხიმებით მდიდარი ცილის პროდუქტი (ხაჭო, ომლეტი პომიდვრით, ნებისმიერი თევზი სალათით) და ეცადეთ დაიცვათ 12-საათიანი ინტერვალი ვახშამსა და საუზმეს შორის, რადგან ვახშმის შემდეგ, 6-8 საათი ორგანიზმი საკვებს ამუშავებს, 4 საათი კი, დეტოქსიკაციითა და ცხიმების დაწვას უნდება.

* ჯანსაღი ძილი

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, არაჯანსაღი ძილი წონის მომატებას უწყობს ხელს, რადგან ძილის უკმარისობა ამცირებს მეტაბოლიზმის მოქმედებას. დეტოქსიკაციის დღეებში აუცილებელია ხარისხიანი დასვენება, რადგან ძილის დროს ორგანიზმი მელატონინის ჰორმონს გამოიმუშავებს, რომელიც თავის მხრივ  დღე-ღამის რიტმს არეგულირებს და საშუალებას აძლევს ორგანიზმს არა მხოლოდ სწრაფად დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს, არამედ ეხმარება მათ, ვისაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი წონის დაკლება, რადგან  რეჟიმის დაცვისას წონის დაკლების პროცესი უფრო აქტიურად მიმდინარეობს.

* ფიზიკური დატვირთვა

თუ აქამდე არასდროს გიტაცებდათ სპორტი, მაშინ ვერც რამდენიმე დღეში გახდებით სპორტსმენი, მაგრამ ვარჯიში და გარკვეული ფიზიკური დატვირთვა მაინც აუცილებელია, რათა გააქტიუროთ ნივთიერებათა ცვლა და მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დაწვათ კალორიები. მოიფიქროთ თქვენთვის მოსახერხებელი ვარჯიში – ირბინეთ სამუშაო დღის ბოლოს ან ისეირნეთ მინიმუმ ნახევარი საათი.  

* მეტი უჯრედისი კვების რაციონში

წონის დაკლების მთავარი გარანტორი ჯანმრთელი კუჭი და მომნელებელი სისტემაა, ორგანიზმის ბუნებრივ გასუფთავებას კი, ყველაზე კარგად უჯრედისი ეხმარება, რომელსაც ბოსტნეული შეიცავს.

* სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე!

შესაძლოა ბევრს არ სჯერა, მაგრამ ნერვიულობა მართლაც ხელს უშლის წონის დაკლებას, რადგან ნივთიერებათა ცვლის შეუფერხებლად მუშაობას არა მხოლოდ ჯანსაღი ძილი, არამედ ჯანმრთელი ნერვული სისტემაც სჭირდება. ყოველდღიური სტრესისგან თავის დასაცავად მიიღეთ მცენარეული დამამშვიდებელი, თუმცა წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები