LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ „ებრძვის“ რუსული „პირველი არხი“ ეკონომიკურ კრიზისს – მამაკაცის ტრუსებიდან ქალის ტოპამდე

72

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო რუსული პოპულარული სამედიცინო გადაცემიდან, სადაც ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგოდ ახალი რუბრიკა შექმნეს, სახელწოდებით „ამასაც გადავიტანთ“. წამყვანი ადამიანებს მოუწოდებს, ნაკლები იწუწუნონ და გულმოდგინედ ასწავლის, რუბლის კურსის ვარდნის პირობებში, როგორ განიახლონ გარდერობი მაგალითად, ქალბატონებმა. ამისთვის კი მათ უბრალოდ, მამაკაცის ტრუსები უნდა შეიძინონ, გადაჭრან და ტოპმაისურებად გააკეთონ, თუმცა წამყვანი არაფერს ამბობს იმის შესახებ, მხოლოდ ტოპით უნდა იარონ გოგონებმა თუ ისიც აქვს მოფიქრებული, რისი გადაჭრა შეიძლება სხვა სამოსის შესაქმნელად ზედმეტი დანახარჯის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები