LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ემზადება აჭარა ახალი ტურისტული სეზონისთვის

142

„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ბათუმში ტურისტული სეზონი რამდენიმე თვეში დაიწყება. წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას განსაკუთრებით 16 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება, სადაც აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის რეკლამირება. პიარ და მარკეტიგნული აქტივოებებისას აქცენტი აჭარაში ზღვაზე დასვენების გარდა, რეგიონის ეკოტურისტულ პოტენციალსა და ტურისტულ პროდუქტებზე კეთდება. ამ მიმართულებით კი აჭარის სტუმრებს წელს ბევრი სიახლე ელოდებათ, მათ შორის, 2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე გიდები მოემსახურებათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდები  სამი მიმართულებით – ბათუმის ქალაქის ტურის, მთიანი აჭარისა და ეროვნული პარკების ტურებზე იმუშავებენ.

როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, 2017 წლის აჭარა გაუმჯობესებული იქნება, როგორც ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების, ასევე სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც, რადგან  სეზონის დაწყებამდე, მომსახურე პერსონალისთვის სპეციალურ ტრენინგებს უზრუნველყოფენ. ძირითადად, ყურადღება გამახვილებული იყო მარკეტინგზე, გაყიდვებზე, სურსათის უსაფრთხოებაზე და მომსახურების სხვადასხვა სფეროზე.

რეგიონში ტურისტების რიცხვის ზრდას ბათუმში დაგეგმილი კონცერტები და კულტურული ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.  2017 წლის საფესტივალო სეზონს, პირველი 20 მარტს აეროსმიტი გახსნის, მას კი ივლისს ბოლო კვირაში, შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი მოჰყვება,  რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურიზმის განვითარების 10 წლიანი პერიოდის ფონზე, ჩვენ შესაბამის განვითარების ფაზაში ვიმყოფებით. ჩვენი შესაძლებლობების გასაზრდელად და ტურიზმის სფეროში გასაძლიერებლად კი დრო და მეტი გამოცდილებაა საჭირო. მთავარ გამოწვევად კი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურა, ტურისტების უსაფრთხოება, მეტი ტურიზმის სპეციალისტი და მეტი პროფესიული გადამზადების მქონე მუშახელის დასაქმება სახელდება.

მარიამ ადამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები