LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ფორმაშია მაკა ჩიჩუა მშობიარობის შემდეგ (ფოტოები+ვიდეო)

255

გიორგი მარგველაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ოფიციალური ვიზიტით, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ეწვია. ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილს, პირველ ლედისა და საქართველოს დელეგაციას აეროპორტში არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანი დახვდა, რომლის მონაწილეობითაც გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

ფოტოებსა და ვიდეოში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა, ჩანს, როგორ გამოიყურება პირველი ლედი მესამე შვილის გაჩენის შემდეგ. როგორც ყოველთვის, მაკა ჩიჩუას ძალიან ლამაზი კაბა აცვია და შესანიშნავად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას თომა ეყოლათ, ერთობლივი მეორე ვაჟი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები