LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაატარა ჰილარი კლინტონმა დღე არჩევნებში დამარცხების შემდეგ

67

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მეორე დღეს „დემოკრატების“ კანდიდატი ჰილარი კლინტონი პარკში მოსეირნე შენიშნეს. ნიუ-იორკის მცხოვრებმა მარგო გერსტერმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ჰილარი კლინტონთან ერთად არის გადაღებული.

„თავიდან ვიცანი ბილ კლინტონი, შემდეგ კი მივხვდი, რომ მასთან ერთად ჰილარი იყო,“ – აღნიშნა მარგომ, რომელიც ტყეში შვილთან, ფიბისთან ერთად სეირნობდა.

პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ გერსტერმა „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა.

„არჩევნების შედეგების გაგების შემდეგ ძალიან გულნატკენი ვიყავი და ვიფიქრე, რომ ტყეში შვილთან ერთად სეირნობა განტვირთვის საუკეთესო საშუალება იქნებოდა. უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც დავინახე, რომ ჩემს წინ ჰილარი და ბილ კლინტონები ძაღლთან ერთად ისევე სეირნობდნენ ტყეში, როგორც მე.

გავესაუბრე და ვუთხარი, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტი იყო, როდესაც ფებესთან ერთად არჩევნებზე ჰილარისთვის ხმის მისაცემად წავედი. ის ჩამეხუტა და მადლობა გადამიხადა,“ – წერს მარგო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები