LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადაიქცევა საწირე მომავლის სოფლად: კურორტამდე რკინიგზა მივა

760

იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ საწირემდე რკინიგზა მივა. ადგილზე ძველი სადგურის დემონტაჟისა და ახალი სადგურის მოწყობის ტენდერში კომპანია TG Union-მა გაიმარჯვა. ტენდერის თანხა 226 300 ლარია. TG Union ვალდებულია, სადგურის მოწყობის სამუშაოები ოქტომბერში დაასრულოს. არსებული ინფორმაციით, მშენებლობაზე საწირლებიც დასაქმდებიან.

ცნობისთვის, საწირეში რკინიგზის სადგურის მოწყობა კურორტის განვითარების პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. კურორტ საწირეს განვითარებისთვის სულ 15 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება. კურორტის განვითარების სტრატეგია ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს – ესაა მყარი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

შეგახსენებთ, იგეგმება საწირეს მომავლის სოფელად გარდაქმნა. მიმდინარე წლის აპრილში, ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორთან პროექტის „საწირე – მომავლის სოფელი“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ”ფორტუნას” მაშინ პროექტის ავტორებმა აცნობეს, საწირე წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდების კურორტს ზემო იმერეთში. საწირის განვითარების სტრატეგია, რომელიც დაწერილია პროფ. დიმიტრი ჯაფარიძის მიერ კოლუმბიის უნივერსიტეტში სამეცნიერო მივლინებისას, გულისხმობს საწირის, როგორც ტერიტორიული ერთეულის კომპლექსურ განვითარებას. პროექტის მიზანია სოფლის ახლაგაზრდობისთვის ცხოვრების და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერება.როგორც იდეის ავტორები ამბობენ, პროექტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის მიერ შემუშავებულ 4-პუნქტიან გეგმასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები