LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Maroon 5-ის სცენა ბათუმში (ფოტოები)

221

პოპ-როკ ჯგუფი „Maroon 5“ ბათუმში, სავარაუდოდ, 6 ივნისს ჩაფრინდება. მათ დასახვედრად გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს. ის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ძირითადად, უცხოელი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რობი უილიამსის კონცერტიდან მეორე დღესვე ბათუმში გაემგზავრა და აპარატურაც, რომელიც უილიამსის კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე 20 ტრაილერით ჩამოვიდა საქართველოში, ბათუმში გადაიგზავნა.

სულ რამდენიმე დღეა, ანბანის კოშკთან, საოცრებათა პარკში, დაიწყო სცენისა და აპარატურის დამონტაჟება. უკვე ვრცელდება ფოტოები ადგილიდან, სადაც მელომანები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯგუფთან მუსიკალური პაემანით დატკბებიან.

ჯგუფი თავისი რეპერტუარიდან ყველა ჰიტს შეასრულებს,რითაც პოპულარობა მოიხვეჭეს და გაიმყარეს. მათ შორის იქნება „Sugar“, რომელმაც მცირე ხნის წინ რეკორდულ, მილიარდ ნახვას მიაღწია „იუთუბზე“ და გადააჭარბა კიდეც.

7 ივნისს, „საოცრებათა პარკი“ ჯგუფის დასახვედრად სრულად მზად იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები