LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება ტუალეტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე – შოკისმომგვრელი ფოტოები

539

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა 3 მარტს საქართველო-ესპანეთის სარაგბო ნაკრებების დაპირისპირებას უმასპინძლა. შეხვედრას უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, რევაზ აფხაზავამ მოგვიანებით სოციალურ ქსელში სტადიონის მამაკაცებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და აღშფოთება გამოთქვა, რომ ტუალეტები სტადიონზე ასეთ მდგომარეობაშია.

რეზო აფხაზავა წერს:

„ვისაც ლოკომოტივზე ეს საქმე გაბარიათ, აი, რა უნდა გელაპარაკოთ!? დედის შეგინებაზე უარესი აღარაა ეს ამბავი?! ეს რა ჯადო გვჭირს!“

ამ სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა:

„ამას ვამბობ რახანია. ამის მოწესრიგება რა გახდა. ეს ლოკომიტივი უსაფრთხოების მხრივაც ვერ არის. ამდენი ადამიანი და მანქანები იმ ერთ აღმარ-დაღმართზე რომ ადი-ჩამოდის არამგონია ნორმალური იყოს“.

„ეს რა არის, ჯერ სკამები რას ჰგავდა, გული გამისკდა, მანდ არ ვყოფილვარ, რა უბედურებაა!!!“

„თან, თავის დროსაც უხარისხოდ, თურქული ბანძი იაფფასიანი მასალითაა გაკეთებული“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები