LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ადამიანების დედიკოები – 3 მარტი „ფეისბუქზე“

684

ცნობილი ადამიანები სოცქსელის საშუალებით დედიკოებს 3 მარტს ულოცავენ.

ნანუკა გოგიჩაიშვილი ტელეჟურნალისტ დედას, ნათია ბანძელაძეს ასეთი ტექსტით ულოცავს: „დღევანდელი დღე არის ამ პატარა ლედის დღე, რომელიც ცხოვრობს ზღაპარში, სჯერა ზრდილობის, თუკი ოდესმე ჩემთვის უთქვამთ კომპლიმენტი, როგორი გაზრდილი ვარ, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა!.. მაგრამ რადგან დღეს დედების დღეა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც ჩემში ჩადო. დედა, გულით გიხდი მადლობას – შენ ჩემი ძალა და სინათლე ხარ!..“.

ნოდიკო ტატიშვილი დედისადმი სიყვარულს ასე გამოხატავს:

„დედა! გილოცავ დედების დღეს! დღესაც და ყოველთვის შენი დღეა და მაბედნიერებ! მიყვარხარ!“

დედებს 3 მარტს ულოცავენ ნინო სურგულაძე, კრისტი ყიფშიძე, კახი მამულაშვილი, ანი ფხაკაძე, თეონა დვალი და სხვა ცნობილი სახეები.

შვილთან, ანიტასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, რომელიც წერს:

„მერე რა, რომ დედის დღეა? მამა ასევე მნიშვნელოვანია შვილებისთვის. მისი როლი აღზრდასა და ყურადღებაში ასევე ფასდაუდებელია.

ანიტა მამიკოსთან ერთად ❤️ Vano Shlamov -ის ფოტო“.