LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოვიმუშავოთ ფული? Globex Analytics გვასწავლის

499

საგანმანათებლო-ანალიტიკურ ცენტრ Globex Analytics-ში ფულის გამომუშავებასა და სხვა ფინანსურ საკითხებზე ცოდნის მიღებაა შესაძლებელი. როგორც ”ფორტუნას” ცენტრიდან აცნობეს, სწავლება ხდება ეტაპობრივად: თეორიული ლექციების კურსი, პრაქტიკული მეცადინეობები და სპეციალიზებული მასტერ-კლასები.

”სწავლა Globex Analytics -ში არ წარმოადგენს უბრალოდ ლექციების და სემინარების კრებულს. ეს არის ინდივიდუალურად შედგენილი მეცადინეობების გრაფიკი, რომელიც დგინდება პირად მასწავლებელთან ერთად, მოსწავლის მიზნების და დღის წესრიგის მიხედვით. მეცადინეობა ტარდება როგორც კომპიუტერულ კლასში, ასევე დისტანციურად, იმათთვის, ვინც არ ცხოვრობს თბილისში”, – აცხადებენ Globex Analytics -ში.

მათივე ცნობით, ცენტრის საკვანძო პროგრამებია: „ფინანსური ბაზრები დამწყებისთვის“ და „ყოველკვირეული ანალიტიკა“. აღნიშნული პროგრამები ტარდება ყოველ კვირას. ცალკე ტარდება სიღრმისეული სემინარები, სადაც მოსწავლეები გამოცდილ ტრეიდერებთან ერთად რეალურ მაგალითებზე ეუფლებიან ვაჭრობის საუკეთესო სტრატეგიებს. თამაშის რეჟიმში ჩატარებული მეცადინეობების დროს შესაძლოა სხვა მოსწავლეებთან ერთად გუნდში, საკუთარი სტრატეგიების აწყობა და გარიგებასთან დაკავშირებით ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. ამ გზით მოსწავლე იღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც აუცილებელია ბაზარზე რეალური ვაჭრობის დროს.

“ჩვენ ვასწავლით ფულის გამომუშავებას ყველას, ასაკის და განათლების შეუზღუდავად. იმისთვის, რომ გაიგოთ რა ახდენს ზეგავლენას ლარზე და დოლარზე, უნდა მიიღოთ გარკვეული ცოდნა, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი გაატაროთ რამოდენიმე წელიწადი ეკონომიკურ უნივერსიტეტში. საკმარისია მოხვიდეთ ჩვენთან. მე თვითონ ვისწავლე Globex Analytics- ში რამდენიმე წლის წინ და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ პროგრამები და ინდივიდუალური მიდგომა სწავლებისადმი ეხმარება ნებისმიერ მსურველს გაერკვიოს ფინანსური ბაზრის მუშაობაში და გამოიყენოს მიღებული ცოდნა რეალური შემოსავლისთვის“, – ამბობს გიორგი პუხაშვილი, Globex Analytics-ის მთავარი ანალიტიკოსი.

როგორც ცენტრში აცხადებენ, მიმდინარე სიტუაციამ ლარის კურსის დოლართან მიმართებაში, ყოველდღიური მოხმარების საქონელზე ფასების ზრდამ და უბრალოდ ხელფასების გაუფასურებამ, უბიძგა ქართველების უმრავლესობას ახალი სამსახურის, ან დამატებითი შემოსავლის ძებნისკენ. ბევრმა მოისურვა გაერკვია, თუ რა ახდენს ზეგავლენას ლარზე და როგორ დაიცვას საკუთარი შემოსავალი და დანაზოგი.

”როგორ გამოვიმუშავოთ ფული ფინანსურ ბაზრებზე, მივიღოთ სავალუტო ტრეიდერის ან ფინანსური ანალიტიკოსის პროფესია, არის თუ არა შესაძლებელი გახდე მილიონერი, ეს ყველაფერი ჩვენ გავარკვიეთ საგანმანათებლო-ანალიტიკურ ცენტრ Globex Analytics-ში”, – განმარტავენ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, 2016 წელს Globex Analytics-ის ექსპერტებმა, საპარტნიორო კომპანია TeleTrade-ის კოლეგებთან, გამოუშვეს პირველი წიგნი ფორექსის ბაზრის შესახებ ქართულ ენაზე „როგორ გამოვიმუშაოთ მილიონი“. ამასთან, 2017 წელს კომპანიას აქვს დიდი გეგმები ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის განვითარებასა და მოსახლეობის ფინანსური განათლების გაუმჯობესებასთან დაკავშრებით.

ცნობისთვის, თბილისში პირველი საგანმანათლებლო-ანალიტიკური ცენტრი, რომელიც სპეციალიზდება ტრეიდერების მომზადებაში დაარსდა 2013 წელს. დღეისთვის სწავლება Globex Analytic-ში გავლილი აქვს დაახლოებით 12,000 ადამიანს, რომელთაგან 2000-ზე მეტი მუდმივად მუშაობს ტრეიდინგში ან ფინანსურ ანალიზში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები