LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოვთვალოთ, რამდენი ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ დღის მანძილზე

171

წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობისა და მარგებლობის შესახებ ყველასთვის არის ცნობილი.  ერთის მხირვ, წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას უკეთ მუშაობაში, აღადგენს დაკარგული სითხის ბალანსს და აუმჯობესებს სასიცოცხლო მაჩვენებლებს. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული ფორმულა, რა ოდენობის წყალი უნდა მიიღოთ დღიურად. ყოფით ცხოვრებაში ხშირად გვესმის, რომ იდეალური ვარიანტია დღეში 8 ჭიქა წყლის მიღება, თუმცა ეს მოსაზრება ამ დრომდე კვლევებით არ გამყარებულა.  

მინესოტას კლინიკის „მაიოს“ სპეციალისტებმა ახალი ფორმულა შეიმუშავეს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, რა ოდენობით სითხე გჭირდებათ დღიურად ზაფხულის ცხელ დღეებში. თუ ამ მათემატიკური ფორმულის ათვისება გაგიძნელდათ, არსებობს მარტივი გამოსავალი. იდეალურ შემთხვევაში, ესაა მამაკაცებისთვის 13 ჭიქა, ხოლო ქალებისთვის, შედარებით ნაკლები, 9 ჭიქა დღეში.

ფორმულა კი ასეთია: თქვენი წონის ინდექსი იყოფა 2.2 ფუნტზე, მრავლდება თქვენს ასაკზე. მიღებული ციფრი იყოფა 28.3-ზე და ესაა წყლის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია თვქენთვის. თუ არსებულ ციფრს 8-ზე გაყოფთ, გაიგებთ ზუსტად რამდენი ჭიქა წყალი გესაჭიროებათ დღის განმავლობაში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები