LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვავითაროთ გუნდური უნარები? – Brain Drain ქვესტებს გთავაზობთ

123

საერთაშორისო კომპანია “ბრეინ დრეინმა“ (Brain Drain) მორიგი სიახლე შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს. სიახლე ორგანიზაციებისთვის სპეციალურ ინოვაციურ გასართობ სერვისს გულისხმობს.

სპეციალურად თანამშრომლებისთვის შექმნილი გუნდური თამაშების სერია ბრეინ დრეინმა მოწვეულ სპეციალისტებთან და ფსიქოლოგებთან ერთად შეიმუშავა და იგი “თიმ ბილდინგისთვისაა” შედგენილი. არსებული პროგრამა საკმაოდ წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ქართული ბაზრისთვის ჯერჯერობით ნოვატორულია.

“ბრეინ დრეინის” მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც “ქვესტების” თამაშს მოიცავს, ხელს უწყობს თანამშრომლებში გუნდური უნარების განვითარებას, კადრების წარმომადგენლებს უადვილებს თანამშრომლების უკეთ გასხნასა და ახალი თვისებების ამოცნობას, როლური პრინციპით გადანაწილებული თამაში ასევე კომპანიის სიახლის გამოცდის საუკეთესო საშუალებაა, ისევე როგორც იდეალური განტვირთვაა კრიზისული სიტუაციების შემდეგ.

გარდა ამისა, „ქვესტის“ მოთამაშეს (თანამშრომლებს) საშუალება ეძლევა  სრულიად ახალი ძალებით ჩაერთოს ცხოვრების რიტმში. თამაშის შემდგომ მოთამაშეები უკეთ აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ხდება ჯერ კიდევ არარეალიზებული უნარების საქმეში გამოცდა.

ბოლო დაკვირვებების თანახმად, მსოფლიოში პოპულარული თამაშების „რეალითი ქვესტის“ ერთჯერადი თამაშიც კი საქმიან ადამიანებს ეხმარება დაძლიონ ყოველდღიური დაძაბულობა და სტრესული სიტუაციები; ისინი უფრო უკეთ კონცენტრირდებიან რუტინული საქმის დროს, უუმჯობესდებათ მეხსიერება და კიდევ უფრო მიზანსწრაფულნი ხდებიან.

ამ ეტაპზე კომპანია 5 სხვადასხვა  სათამაშო ქვესტ-ოთახით  ფუნქციონირებს, რომლის მიზანიც ორგანიზაციებისთვის მასზე მორგებული, ინოვაციური და თანამედროვე აქტიური დასვენების შეთავაზებაა.

 

გართობის რა ფორმაა ბრეინ დრეინი?

 „ბრეინ დრეინი“ დასვენების, ახლებური გართობისა და თამაშის ადაპტირებულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ცნობილი „ფორტ ბოიარდისა“ და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი ნაზავია. „ბრეინ დრეინს“ (Brain Drain) 2, 5 ან 10 ადამიანისგან შემდგარი გუნდი თამაშობს. ერთი საათის განმავლობაში ერთდროულად 30 ადამიანს შეუძლია ითამაშოს სხვადასხვა ქვესტი.   რეალითი  ქვესტი, როგორც გართობის ახლებური ფორმატი სრულიად უცხოა თბილისელებისთვის. გართობის ინოვაციური მოდელი  ფაქტიურად რევოლუციური მიდგომაა ამ სფეროში.  მოთამაშეები  ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა ფილმებისა და  ისტორიული მოვლენების მთავარი გმირები ხდებიან.  ისინი ხსნიან თავსატეხებს, იმარჯვებენ სხვადასხვა დაბრკოლებებზე  და თავად განიცდიან მათთვის ჯერ კიდევ უცნაურ ემოციებს.

კომპანია „ბრეინ დრეინი“ (Brain Drain) ბაზარზე ამ ეტაპზე 5 ახალი სათამაშო ოთახით ემსახურება მომხარებლებს, ასაკობრივი კატეგორიაა 12-დან  – 65 წლამდე. „ქვესტების“ გარდა, კომპანია ქართველ მომხამრებელს სხვადასხვა წვეულებების, არაფორალური შეხვედრებისა და კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვასაც სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები