LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვუვითაროთ ბავშვს მეტყველების უნარ-ჩვევები

57

ბავშვის განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული მშობლებზე. შვილისა და დედის ურთიერთობა დაბადებიდანვე იწყება, მშობელი შვილს პირველივე დღეებიდან უნდა ესაუბროს თბილი ტონით, მოეფეროს მუცელზე, მოასმენინოს სხვადასხვა სასიამოვნო მელოდია…

ბავშვის დაბადება ქალს რადიკალურად ცვლის. შვილთან კონტაქტის დროს მას ეცვლება ხმა, ინტონაცია და სულ უფრო ემსგავსება ბავშვისას. მისი ხმა და მოქმედება ბევრს არაბუნებრივი და გადაჭარბებული ეჩვენება. დედა საუბრობს ემოციით, ცვლის ინტონაციას, აგრძელებს სიტყვებს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.

დედის ხმის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ეს ეხმარება ბავშვს, დედა შეიცნოს. ყველა დედისთვის უმჯობესია, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს შვილთან კონტაქტი.

ბევრი ქალი თავიდანვე ვერ აღიქვამს თავს დედად, მათ სჭირდებათ დრო, მიეჩვიონ ახალ მდგომარეობას და ადამიანს მათ ცხოვრებაში.


როგორ განვუვითაროთ ბავშვს მეტყველების უნარ-ჩვევები?

  • გვახსოვდეს, რომ ბავშვის აღზრდა მისი დაბადების მომენტიდან იწყება. დაიწყეთ მასთან კონტაქტი რაც შეიძლება ადრე, შეიცვალეთ ინტონაციები, მოასმენინეთ მუსიკა;
  • შეუქმენით ბავშვს კომფორტი. მიაქციეთ ყურადღება ბავშვის ტირილს და ეძებეთ მიზეზი (თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები ხშირად უმიზეზოდაც ტირიან).
  • აკონტროლეთ მისი კვების რეჟიმი. ბუნებრივი კვების შემთხვევაში დააკვირდით, სწორად უდევს თუ არა პირში ძუძუ. მოწესრიგებელი კვება მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის მეტყველების განვითარებისთვის.
  • როდესაც ბავშვს ესაუბრებით, მიეცით დრო, გიპასუხოთ. არ გადაფაროთ მისი ნათქვამი.
  • მიმართეთ შვილს ყოველთვის სახელით.
  • არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვი თქვენ მხოლოდ კი არ უნდა გისმენდეთ, უნდა ხედავდეს თქვენს სახეს, დააკვირდეს ტუჩების მოძრაობას, მიმიკის ცვლილებას.
  • ითამაშეთ ბავშვთან ერთად ისე, რომ მან სიტყვებს გაიმეოროს. გაახმოვანეთ ცხოველი, ფრინველი, თქვით მარტივი სიტყვები ისეთი ინტონაციით, რომ ბავშვს მოუნდეს გამეორება.
  • თქვენი ყველა მოქმედება აღწერეთ. „წყალს ვსვამ,“ „წიგნს ვკითხულობ“, „ვჭამ“ და ა.შ.
  • დაასახელეთ საგნების სახელი და მიუთითეთ ბავშვს აღნიშნული საგნისკენ.
  • დაუსვით ბავშვს კითხვები.
  • შეაქეთ ნებისმიერი მიღწევის დროს.
  • არ დაგავიწყდეთ იავნანის მნიშვნელობა – იავნანას აქვს განსაკუთრებული რიტმი და ტემპი, ამასთან ზუსტად ასახავს დედის დამოკიდებულებას და სითბოს შვილის მიმართ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები