LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაუთავისუფლა გზა სასწრაფო დახმარების მანქანას უცნობმა – „მადლობა თქვენ, უცნობო…“

359

 

„ფეისბუქ“-მომხმარებელი სოფია პარტახია ავრცელებს ვიდეოს და აღწერს ამბავს, რომლის თვითმხილველიც თავად გახდა. ის აღნიშნავს, რომ ერთმა ადამიანმა, რომელსაც არც კი იცნობს, სასწრაფო დახმარების მანქანას საცობში გზა გაუთავისუფლა…

„მთელი დღეა საცობში გვიწევს სიარული, მაგრამ ის, რაც დღეს საღამოს ამ ადამიანმა გააკეთა, სწორედ რომ თვითშეგნების საოცარი მაგალითია. ადამიანი, რომელმაც დაინახა, რომ სასწრაფოს გზას არ უთმობდნენ, საკუთარი მანქანა სხვას გადააბარა და თითქმის ორი კილომეტრი ფეხით ცდილობდა, ჩვენთვის გზა გაეთავისუფლებინა… ისე დავემშვიდობეთ ვინაობაც კი არ გვითხრა.მადლობა თქვენ, უცნობო, ძალიან მაგარო და კეთილო ადამიანო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები