LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავაფორმოთ ბავშვის ოთახი – დიზაინერის რჩევები

894

თუ ერთფეროვნება მოგბეზრდათ და გსურთ, თქვენი პატარას ოთახი ერთდროულად კომფორტულიც იყოს და ორიგინალურიც, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ გამოცდილი დიზაინერების რჩევები.

 

* სკანდინავიური სტილი – ერთ ფერით და სხვადასხვა ტექსტურით  (ქსოვილი, მაკრამე, ნატურალური ხე), მარტივად შეიძლება სადა, თუმცა მდიდრული ინტერიერის შექმნა.

* თავგადასავლების სამყარო – იალქნიან გემებზე, ეგზოტიკურ ქვეყნებსა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნება სწორედ ბავშვობაში იწყება.

* ზომიერი ვარდისფერი – აბსოლუტურად საკმარისია ინტერიერის ვარდისფერი დეტალებით გაფორმება და არაა საჭირო კედლების თვალისმომჭრელ ფერებში შეღებვა.

* მშვიდი და ნეიტრალური – თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაცრისფერი, თუმცა შესაბამისი ნახატითა და ტექსტურით.

* ხასხასა ფერები – წითელი ფერის ზომიერად გამოყენება ოთახსაც გამოაცოცხლებს და ნაკლებად გამაღიზიანებელიც იქნება.

* მოდერნი – სადად მოწყობილ ოთახში თქვენი პატარა სიამოვნებით  უმასპინძლებს სტუმრებს.

* რბილი პასტელის ფერები – ღია ფერებში გაფორმებულ ოთახში ბავშვი  ყოველთვის მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს თავს.

* ცისარტყელას ფერები – გააფორმეთ კედლი ჭრელი ლაქებით და გაახალისეთ ოთახი ფერადი ავეჯით.

* კიდევ ერთხელ მოდერნი – თუ ავეჯი ერთი ფერისაა, შეგიძლიათ ოთახი სხვადასხვა ფერით გაახალისოთ.

* ყვითელი და მწვანე – ბავშვის ოთახს პრაქტიკულად ნებისმიერი ფერის ღია ტონი უხდება, თუმცა მწვანე და ყვითელი მართლაც საუკეთესო ვარიანტია.

* პროვანსის სტილი – მცირე ზომის ფარდაგი და ფუმფულა ბალიშები, აუცილებლად გაახარებს თქვენს პატარას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები