LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავერთოთ აეროპორტში, თუ რეისი გადაიდო

67

რა თქმა უნდა არასასიამოვნოა, როცა საათობით გიწევთ საკუთარი რეისის ლოდინი, თუმცა აეროპორტშიც შიძლება გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება.

* აუცილებლად შეიარეთ მაღაზიებში, რადგან ყველა ქვეყანის აეროპორტი განსხვავებულ არჩევანს გთავაზობთ. მაგალითად, რომში სხავადსხვა სახეობის მაკარონის შეძენა შეგიძლიათ, პარიზში კი, ადგილობრივი დელიკატესის.

* სინგაპურის, ფილიპინების და გერმანიის აეროპორტებში „შოპინგის“ შემდეგ, შეგიძლიათ სპა-სალონში დაისვენოთ. არც ძვირი დაგიჯდებათ და სიამოვნებასაც მიიღებთ ხანგრძლივი ფრენის წინ.

* სხვადასხვა ქვეყნაში აეროპორტები ხშირად აწყობენ ღვინის, ტკბილეულის, ყავის ან ძეხვის დეგუსტაციას, რომელთა დაგემოვნებასთან ერთად და შეძენაც შეგიძლიათ. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ მაღაზიაში შესვლა და სადეგუსტაციო შეთავაზებების დაზუსტება.

*თუ ბევრი დრო გაქვთ, გაისეირნეთ ტერმინალში და დაათვალიერეთ, სად შეიძლება ორიგინალური სელფის გადაღება, ფონად ნებისმიერი „დეკორაცია“ გამოგადგება პანორამული ფანჯრებით და თვითმფრინავის ხედებით დაწყებული, მყუდრო კაფეებით და მაღაზიების უზარმაზარი ვიტრინების დასრულებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები