LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავიგოთ, მზადაა თუ არა ბავშვი სკოლისთვის?

151

საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად მატულობს იმ მშობლების მღელვარებაც, ვისი შვილებიც წელს პირველად მიდიან სკოლაში. აზრები კვლავ იყოფა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვსაზღვროთ ბავშვის მზაობა სასკოლო ასაკისთვის. ამაში ამჯერად ექსპერტები გაგვარკვევენ. მათ შორის ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი, ბავშვთა ფსიქოლოგი სვეტლანა კუხარუკი, ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელი ანა მიხაილოვა, კიევის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი ელენა ფიდანიანი.

რას ნიშნავს ბავშვის სკოლისთვის მზაობა?

  • ემოციური თვალსაზრისით – ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარი ემოციების კონტროლი და მიცემული დავალების შესრულება;
  • მეტყველების თვალსაზრისით –  სწორი და გამართული მეტყველება და გარე სამყაროს შესაბამისი აღქმა;
  • სოციალური თვალსაზრისით – სხვა ბავშვებთან ურთიერთობის სურვილი, კოლექტიური დავალებების შესრულება, ინფორმაციის გაანალიზება;
  • ინტელექტუალური თვალსაზრისით – ყურადღების კონტროლი, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ნატიფი მოტორიკის განვითარება;

როგორ მოვახდინოთ ბავშვებში სწავლის მოტივირება?

  • მაქსიმალური დამოუკიდებლობა;
  • ყურადღების კონცენტრაცია;
  • უფროსების დავალებების ყურადღებით მოსმენა;
  • აკურატულობა;
  • ქცევის წესები;
  • დაწყებული საქმის დასრულება;
  • მეგობრებთან ურთიერთობის უნარი;
  • კოლექტიურობის შეგრძნება;

ბავშვი მზადაა სწავლისთვის, თუ ის:

  • აქტიური და ცნობისმოყვარეა;
  • ინიციატივიანია, გახსნილია სიახლეების მოსასმენად;
  • კეთილისმოსურნე და კონტაქტურია;
  • დარწმუნებულია საკუთარ ძალებში;
  • კოლექტიურობის შეგრძნება აქვს;
  • შეუძლია მოსაუბრის ყურადღებით მოსმენა;

როგორია იდეალური სკოლა?

აქ ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ იდეალურია სკოლა, სადაც არის სპორტდარბაზი, აუზი და 10 წლიანი სასწავლო პროგრამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები