LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი გვატყუებს?

1702

გამოცემა “Mirror” ტყუილთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს. გაირკვა, რომ ყოველდღიურად ადამიანი შესაძლოა 200 ჯერ მაინც მოტყუვდეს, რაც ცხადია საგანგაშო მაჩვენებელია. კითხვაზე, არის თუ არა ტყუილი მავნებელი ჩვენი ორგანიზმისთვის, პასუხი ცალსახად დადებითია. ნებისმიერ შემთხვევაში ტყუილის დროს ადამიანი ღელავს, იმატებს როგორც სხეულის ტემპერატურა, ასევე გულისცემა, რაც საბოლოოდ უამრავი დაავადების გამომწვევი ხდება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ თინეიჯერები და მოზარდები გაცილებით ხშირად იტყუებიან, ვიდრე ასაკოვანი ადამიანები.

ჩნდება კითხვა, როგორ ამოვიცნოთ მატყუარა ადამიანი. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველთვის, როცა ადამიანი იტყუება, მას სახის ფერი ეცვლება. ქვეცნობიერად მას ეშინია, რომ ოდესმე აუცილებლად ამხელენ. კანის სიწითლეს თან ერთვის ტუჩების სიფერმკრთალეც. მატყუარა ადამიანები ხშირად ხელების უნებლიე მოძრაბითაც გამოირჩევიან, უცნაურად  ისწორებენ თმას, რათა სხეულის მიმიკები დაფარონ, იცავენ დისტანციას მოსაუბრესთან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საუბრის მალე დასრულება და გაქცევა სურთ.

მნიშვნელოვანია მოსაუბრის სფიჩიც, მაგალითად სპეციალისტებს ხშირად მოჰყავთ ამერიკის ყოფილი პრეზიედენტის, ბილ კლინტონის გამოსვლა, რომელმაც მონიკა ლევინსკისთან სკანდალის მერე პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა. ის ზედმეტად მოზომილი იყო სფიჩის დროს და ამბობდა, რომ არასოდეს ჰქონია სექსუალური ურთიერთობა ამ ქალბატონთან. მაშინ, როცა უფრო მარტივი იყო მიემართა მბრალდებლისთვის და ეთქვა, მე არ მქონია სექსი მონიკასთან. ცნობილია, რომ ასეთ დროს იცვლება ხმის ტემბრიც. ბევრი სადაზღვეო კომპანია ხმის მიხედვით ტყულის ამოსაცნობად უკვე სპეციალურ პროგრამას Voice Risk Analysis იყენებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები