როგორ გავხადოთ ბავშვი ბედნიერი – რჩევები მშობლებს

680

ერთი შეხედვით, საკმაოდ რთულია შვილისთვის ბედნიერი ბავშვობის უზრუნველყოფა, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ სამი რამაა საჭირო: სიყვარული, ნდობა და გულწრფელობა. კონტაქტი ბავშვთან დაბადებიდან იწყება, ფუნდამენტი კი, ადრეულ ასაკში ყალიბდება, ასე რომ წარმართეთ ურთიერთობა საკუთარ შვილთან მხოლოდ სიყვარულით და მადლიერების გრძნობით.

* ყოველდღე გამოუტყდით საკუთარ შვილს სიყვარულში, ნურსადროს მოგერიდებათ მოეხვიოთ, აკოცოთ და ხშირად გაუმეოროთ როგორ ძალიან გიყვართ. ასწავლეთ პატარას არა მხოლოდ მშობლების სიყვარულის მიღება, არამედ გაცემაც.

* წაახალისეთ ბუნებრივი განვითარება. ყველა ასაკს თავისი სირთულე, სიხარული აქვს და ნებისმიერი მშობელი მზად უნდა იყოს, ბავშვის შემოქმედებითი აქტიურობისთვის. წაახალისეთ საკუთარ შვილის დამოუკიდებლობა ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო მოქმედებაში, კრიტიკისგან კი, თავი შეიკავეთ, რადგან სწორედ პატარა ნაბიჯებით იზრდება ბავშვი.

* მოერიდეთ გაკიცხვას და კრიტიკას, რადგან სწორედ გადაჭარბებული შენიშვნები აყენებენ ბავშვის ფსიქიკას ყველაზე დიდ ზიანს. თუმცა, არც ზედმეტი გათამამება ღირს, უმჯობესია ხშირად ისაუბროთ მასთან და მშვიდად აუხსნით საკუთარი შეცდომები.

* ნუ დაუწესებთ საკუთარ შვილს გაუაზრებელ შეზღუდვებსა და აკრძალვებს. რა თქმა უნდა, „არა!“-ს თქმა ყოველთვის ადვილია, თუმცა აკრძალვა არასდროს გადაჭრის პრობლემას, მეტიც, ხშირად ამძიმებს კიდეც სიტუაციას, რადგან ბავშვი, თუნდაც მხოლოდ ინტერესით მუდმივად აკრძალულის მოსინჯვას შეეცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები