LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იცვამენ ბედნიერი ქალები?

62

ამბობენ, რაც უფრო მაღალ ქუსლებზეა ქალი შემდგარი, მით უფრო უიღბლოა პირად ცხოვრებაში, გოგონას კედებსა და რამდენიმე ზომით დიდ მაისურში კი, ყველაფერი წესრიგში აქვს სასიყვარულო ფრონტზეო. საინტერესოა, რამდენად მართალია მსგავსი მოსაზრება?

როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო ბედნიერია ქალი, მით უფრო სადა ტანსაცმელი აცვია – სწორედ ამგვარი დასკვნა გამოაქვეყნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, რომელიც 2011 წლიდან იკვლევს ბედნიერებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის ობიექტური კეთილდღეობის და  მის მიერ სუბიექტურად შეფასებული ცხოვრების დონის დასადგენად, მეცნიერებმა სპეციალური ტექნოლოგია შეიმუშავეს, მონაცემთა დაჯამების შემდეგ კი, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ნუსხა გამოიაქვეყნეს.

2017 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული: ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვედეთი.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ცხოვრების მაღალი დონისა და თითქმის იდეალური სოციალური პირობების გარდა, ბედნიერ ქვეყნებს კიდევ ერთი საერთო აქვთ – ადგილობრივების მსუბუქი, ზოგჯერ გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი გარდერობის მიმართ. ბედნიერი ქვეყნის მოქალაქეები და განსაკუთრებით ქალბატონები ნაკლებად ინტერესდებიან მოდური ტენდენციებით და უპირატესობას კომფორტულ ტანსაცმელს ანიჭებენ, ძირითადად სპორტულ ტანსაცმელს ირჩევენ და მეტწილად კედებს, ჯინსის შარვალსა და ჩვეულებრივ მაისურებს ატარებენ.

გაეროს ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბედნიერებისთვის მთავარი არა ძვირადღირებული ტანსაცმელით საკუთარი სტატუსის დამტკიცება, არამედ თვითრწმენა, დაცულობის და სტაბილურობის შეგრძნებაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები