LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იპოვეს ცისფერთვალება ნუცი სვანეთში დინოლას როლისთვის

349

მარიამ ხაჭვანის ფილმი „დინოლა“ ახლახან ერაყში AMARJI INTERNATIONAL FILM FESTIVAL-ზე დააჯილდოვეს. მას, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს, კინოფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა. “დინოლა” საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითაა შექმნილი, რომელმაც მთავარი ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.

 

ფილმი “დინოლა”

 

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი აქვეყნებს ფოტოს და წერს, როგორ მოძებნა დინოლას როლის შემსრულებელი.

„დინოლას როლის შემსრულებელს დიდი ხანი ვეძებდი. სვანეთის ყველა სკოლა შემოვიარე. დაწყებითი კლასების ბავშვი მინდოდა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გულდაწყვეტილი ვბრუნდებოდით მესტიაში. როცა ლენჯერს მივუახლოვდით, ჩემმა მეგობარმა, დათო ჯაფარიძემ მითხრა, მოდი ლენჯერის ბაღში შევიაროთ ბარემ, გზად არისო. ბაღის ბავშვების ნახვას არ ვაპირებდი, მაგრამ დავთანხმდი. ასე შემთხვევით შევაბიჯე ლენჯერის ბაღში. გრძელ ტაბურეტკაზე ერთმანეთის გვერდით მიჭეჭყილ ბავშვებმა ჩემს დანახვაზე თვალები დახარეს. ნუცი კი მე მომაშტერდა დიდრონი ცისფერი თვალებით. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ სამი წლის იყო, არ ლაპარაკობდა და შეუძლებელი იქნებოდა მასთან ყინვიან ზამთარში მუშაობა, მაინც ვერ შეველიე. ბაღში გადაღებული პირველი ფოტო)))“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები