LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იზრდებოდა უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 2012 წლიდან დღემდე – სტატისტიკა

117

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-სექტემბრის მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 438 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-II კვარტლის  მდგომარეობით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.6%-ია.

2012 წლიდან საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები შემდეგნაირია: 2012 წელი – 1,4 მლრდ; 2013 წელი – 1,7 მლრდ; 2014 წელი – 1,8 მლრდ; 2015 წელი – 1,9 მლრდ; 2016 წელი – 2,1 მლრდ; 2017 წელი – 2,7 მლრდ დოლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები