LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორ მინდოდა შენთან დალაპარაკება მამი, მაგრამ ვეღარ მოგისწარი”

142

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოზარდის მკვლელობას და ამბობს, რომ დაჭრილ შვილს ცოცხალს ვერ მიუსწრო.

“ისინი არ მომკვდარან,ისინი მოკლეს.

მოკლეს და მიატოვეს.

თავიანთ სისხლში ცურავდნენ და მიატოვეს.

სულს ებრძოდნენ და მიატოვეს.

როგორ მინდოდა შენთან დალაპარაკება მამი მაგრამ ვეღარ მოგისწარი, ვეღარ გამეცი პასუხი.

ვეღარ ჩაგხედე თვალებში, ვეღარ ამოვიკითხე შენს თვალებში რა გიჭირდა.

შენს სულს ვენაცვალე მამი, ძალიან ძნელია უშენობა მამი”, – წერს ზაზა სარალიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები