LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიულოცეს რუსეთის ლიდერს დაბადების დღე ჩეჩნეთში

152

რუსეთი საბჭოეთშია ჩარჩენილი და დღემდე საპატიო კონკურენციას უწევს ჩრდილოეთ კორეას და მსგავს კანტიკუნტად შემორჩენილ ქვეყნებს.
გუშინ რუსეთში ლიდერის (ალბათ ბელადის თქმის მაინც ერიდებათ) ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის დაბადების დღე იყო და ამ ამბავს აბა როგორ გამორჩებოდა მისი ერთგული ჩრდილოეთ კავკასიაში რამზან კადიროვი.

პუტინის საამებლად გროზნოს ”ახმატ არენაზე” ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღეს მიეძღვნა. ერთმანეთს ”ლიდერ-63” და იტალიის ვეტერანთა ნაკრები შეხვდნენ. თამაში მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.

აღსანიშნავია, ”ლიდერ 63”-ის სათამაშო ფორმა. მაისურებზე პუტინის სურათი იყო გამოსახული. ალბათ ისტორიაში არ მოიძებნება მსგავსი პრეცედენტი, რომ გუნდის მაისურზე კონკრეტული ადამიანის ფოტო გამოესახოთ. თუმცა ეს ხომ რუსეთია.

პირველ ტაიმში ანგარიში თვით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა გახსნა. მეორე ნახევარში გოლებით თავი ზაურ სადაევმა, აპტი ახიადოვმა და მაჰომედ მიტრიშმა გამოიჩინეს. იტალიური გუნდის შემადგენლობიდან კი პრესტიჟის გოლი დინო ბაჯომ გაიტანა.

იტალიის ვეტერანთა ნაკრებში არც მეტი არც ნაკლები ისეთი ვარსკვლავები და ცნობილი მოთამაშეები გამოდიოდნენ, როგორებიც არიან: ფრანკო ბარეზი, კლაუდია ჯენტილე, დინო ბაჯო, პიეტრო ვერხოვოდი, ანჯელო დი ლივიო, სალვატორე სკილაჩი, სტეფანო ტაკონი, დარიო მარკოლინი, კრისტიან ძენონი, ალესანდრო ბიანკი, რუჯერო რიციტელი, ანონი ენრიკო და რობერტ გალი.

მატჩამდე კი რუსი და ჩეჩენი ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ამ დროს ”ახმატ არენას” გაზონზე პუტინის გამოსახულებიანი უზარმაზარი ბანერი გაიშალა.
მატჩის დასრულების შემდეგ კი ფეირვერკები გაუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები