LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივიღოთ ”2017 კგ სიკეთე“?

132

”თბილისი მოლი” საქველმოქმედო აქციას იწყებს. სავაჭრო ცენტრი ხელს უწვდის მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. როგორც ”ფორტუნას” ”თბილისი მოლიდან” აცნობეს, აქცია სახელწოდებით ”2017 კგ სიკეთე“ 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

აქციის ფარგლებში, ”თბილისი მოლი” მოუწოდებს ყველა მსურველს, შეიძინოს პირველადი მოხმარების ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტანსაცმელი, დატოვოს ”თბილისი მოლის” ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში და ეს ყველაფერი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

”თბილისი მოლი” არის სივრცე, სადაც ახალი წლის მოახლოება უკვე 10 დეკემბრიდან იგრძნობა. ამასთან, ეს არის საახალწლო სურვილების ჩაფიქრებისა და ასრულების ჯადოსნური ადგილი. აქ გაცოცხლდება ზღაპარი და თითოეული ჩვენგანი გახდება მისი თანამონაწილე”, – განმარტეს სავაჭრო ცენტრში.

მათივე ცნობით, 10 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ”თბილისი მოლი” მომხმარებლებს წარმოუდგენს უნიკალურ საახალწლო პროგრამას: ექსკლუზიურად შექმნილ დეკორაციებში ყოველდღე იმართება საინტერესო და თავშესაქცევი აქტივობები, როგორც ბავშვებისთვის, ისე -უფროსებისთვის. გარდა ამისა, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, სავაჭრო ცენტრის სტუმრები აღმოჩნდებიან წარმოსახვითი რეალობის სამყაროში, სადაც მათ დახვდებიან მაკნატუნას გმირები.

”რაც შეეხება საშობაო პროგრამას, 6 იანვარს, 20.00 საათზე შედგება გრანდიოზული წარმოდგენა. მაყურებლები იხილავენ ბალეტს „მაკნატუნა“, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დასის შესრულებით”, – აღნიშნეს ”თბილისი მოლში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები