LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივხვდეთ, რომ ზედმეტად ბევრ ყავას ვსვამთ

140

ნატურალურ ყავას ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, მათ შორის გვინარჩუნებს ახალგაზრდობას და ამცირებს ასაკობრივი მახსოვრობის დაქვეითების განვითარების რისკს. თუმცა, როგორც ბევრ სხვა სასარგებლო პროდუქტს, ჭარბი რაოდენობით კოფეინსაც სიკეთის ნაცვლად მხოლოდ ზიანი მოაქვს.

მაშ ასე, თუ უმიზეზოდ აგზნებული და გაღიზანებული ხართ ან პირიქით, მოულოდნელად გიტევთ დაუძლეველი დაღლილობა, თუ დაგერღვათ კუჭის მოქმედება, თუ უცნაურად გითამაშებთ ქუთუთო ან დაგერღვათ ძილის რეჟიმი, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი ეს ყავის ზედმეტი სიყვარულის ბრალია.

გამოსავალი საკმაოდ მარტივია – ეტაპობრივად შეამცირეთ ყავის სმა და დალიეთ მეტი წყალი, გაამდიდრეთ საკუთარი რაციონი ენერგეტიკულად მდიდარი პროდუქტით და ყოველთვის წაიხემსეთ ყავის მირთმევის შემდეგ. შეარჩიეთ ის სახეობა, რომელიც ნაკლებ კოფეინს შეიცავს და მოერიდეთ ყავის დალევას საღამოს საათებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები