LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოექცევიან ყატარში ნასვამ გულშემატკივრებს

121

ყატარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნასვამი გულშემატკივრებისთვის ექსპრეს-სასამართლოებს შექმნის.

ყატარის ხელისუფლება მუნდიალზე სხვა ქვეყნებიდან 500 ათასი ქომაგის ჩასვლას ვარაუდობს.

იგეგმება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ალკოჰოლის მოხმარებას სპეციალურად გამოყოფილ ზონებში დაუშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის გამოყენების კუთხით ყატარის კანონმდებლობა მკაცრ ხასიათს ატარებს (ციხეში ჩასმის ჩათვლით), მთვრალ გულშემატკივრებს სპეციალურ სასამართლოებში საკითხის სწრაფად და მსუბუქად გადაწყვეტას პირდებიან.

შეგახსენებთ, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები