LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოხდა, რომ სკამზე ვწევარ, იქ, სკამზე ხომ არ დავბადებულვარ -ლევან ხაბეიშვილი

151

“პროკურატურის თქმით, ეს მტკიცებულება უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დაიწყოს გამოძიება ამ მიმართულებით”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“მითუმეტეს, რომ სამართლებრივად არ არსებობს არანაირი ოქმი, თუ რის გამო მოხდა ჩემი აქციიდან გატაცება, როგორ აღმოვჩნდი მერიის ადმინისტრაციულ შენობაში. მერე, როგორ მოხდა, რომ იქ სკამზე, რომ ვწევარ და ვზივარ, ეს ვიდეო გაავრცელა მხოლოდ დედაქალაქის მერიამ, იქ სკამზე ხომ არ დავბადებულვარ, არც შოკოლადს არ უწყენინებია და ამის გამო არ იძახებდნენ სასწრაფოს, რაც მერიის მიერვე ატვირთულ ვიდეოში არის”,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია მერიის შენობასთან გუშინ გამართა. ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით საკრებულოს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. პრემიერმინისტრმა მათ ქმედებებს “პოლიტკური უსინდისობა” უწოდა.

აქციაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ნიკა მელიას ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი მძიმედ ნაცემია, მათ შორის ლევან ხაბეიშვილიც. მერიამ ამ ბრალდებას სიცრუე უწოდა და ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მერიის შენობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილია გადაღებული.