LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოხვდნენ „ღამის მგლების“ წევრები საქართველოში – შსს განმარტება

136

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაისის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში შემოსვლაზე უარი 100-ზე მეტმა ბაიკერმა მიიღო. ბაიკერები რუსული კლუბის, “ღამის მგლების” წევრები იყვნენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა „ღამის მგლების“ ორგანიზებულ ჯგუფებს, რამდენიმე ბაიკერი კი საქართველოში ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდა.

„ღამის მგლების“ ჯგუფის ორი წევრი დღეს ვაკის პარკშიც იმყოფებოდა, ბაიკერებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები