LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ მოხვდნენ პუტინის ოლიგარქები ტრამპის გუნდში” – Time-ის სკანდალური გარეკანი

102

ჟურნალ Time-ის რედაქტორმა დენ სტიუარტმა „ტვიტერზე“ ოქტომბრის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახული არიან აშშ-ის პრეზიდენტეი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი.

გარეკანზე ქვეყნის ლიდერები რუსული ხის სათამაშოს – “მატრიოშკას” სახით არიან წარმოდგენილი. მათ ფონზე კიდევ ორი თოჯინაა – რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვაკსელბერგი და ამერიკელი პოლიტიკოსი პოლ მანაფორტი, რომელიც ამჟამად ამერიკული არჩევნების დროს რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულია.

პუტინი ყველაზე პატარა “მატრიოშკაა”, რომელიც სხვა თოჯინების შიგნით მდებარეობს.

“ყველა მეფის კაცია – როგორ მოხვდნენ პუტინის ოლიგარქები ტრამპის გუნდში,” – ვკითხულობთ ჟურნალის გარეკანზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები