LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვაწყოთ სახლი, როცა მილიონერები გავხდებით

1375

ალბათ, ყველას ოცნებაა იყოს მილიონერი და ჰქონდეს უზარმაზარი ვილა ოკეანის სანაპიროზე. თუმცა, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, როგორ მოაწყოს სახლი, რათა ის უნიკალური და ყველასგან გამორჩეული იყოს. გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის რამდენიმე ორიგინალურ იდეას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ საკუთარი აპარტამენტების მოწყობაში… როცა მილიონერი გახდებით!

* მიწისქვეშა ავტოფარეხი – დაივიწყეთ სტანდარტული ავტოფარეხი და მოიწყეთ მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც თქვენი სურვილით და ღილაკზე თითის დაჭერით გაქრება და გაჩნდება თქვენს ეზოში.

* სასრიალო გორაკი კიბის ნაცვლად – გრძელი კიბით და ძვირფასი ხისგან ხელნაკეთი მოაჯირით დღეს ვერავის გააკვირვებთ. მოუწყვეთ ბავშვებს დღესასწაული და გააკეთეთ სასრიალო გორაკი, რომლითაც თქვენც ისიამოვნებთ.

* სახლის კინოთეატრი – დღევანდელი მილიონერების სახლებში მინი კინოთეატრები არა მარტო უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, არამედ კომფორტული სავარძლების გრძელი რიგებითაც.

* აუზი და ტერასა სახურავზე – მოაწყვეთ სახლის სახურავზე პატარა აუზი და მყუდრო ტერასა, სადაც მზის ჩასვლითაც დატკბებით და სტუმრებსაც ღირსეულად უმასპინძლებთ.

* ღვინის მარანი – თუ ღვინის მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა გქონდეთ კარგი მარანი, რომლითაც მეგობრებთან მოიწონებთ თავს.

* გოლფის მოედანი ოთახებს შორის – თუ გოლფი შეძლებული და არისტოკრატების სპორტია, მაშინ რატომ არ შეიძლება მისი თამაში სახლში?! მოიწყვეთ გოლფის მოედანი და გაერთეთ სახლიდან გაუსვლელად.

* ტრენაჟორების დარბაზი – შეძლებული ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებით ზრუნავენ ფიზიკურ ფორმაზე და საკმაოდ დიდ დროს ატარებენ საკუთარ ტრენაჟორების დარბაზში.

* დიდი პანორამული ფანჯარა ოკეანის ხედით – თუ რომანტიკული ხართ, გიყვართ ბუნება და თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილებები, მაშინ პანორამული ფანჯარაც მოგეწონებათ.

* აკვარიუმი სამზარეულოს პანელის ქვეშ – აკვარიუმი ნებისმიერ ოთახს უხდება, სამზარეულოში კი, განსაკუთრებით ეფექტურია.

* სახლის ბიბლიოთეკა – ბიბლიოთეკა მათთვისაა აუცილებელი, ვისაც ბევრი წიგნი და უნიკალური გამოცემა აქვს.

h

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები