როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს – ეკა უბერის რეკომენდაციები მშობლებს

პოპულარული

როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს – ეკა უბერის რეკომენდაციები მშობლებს

გადაცემის ლაივი LIVE

რა ძირითადი და აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს ბავშვების გაყვანა ქალაქგარეთ. რა ოდენობით უნდა მიიღოს წყალი პატარამ და  შესაძლოა თუ არა წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე. რუჯი კანზე, მადის დაკარგვა და დასვენება სოფლად – ამ და სხვა საინტერესეო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესრომა, პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა.

ქალბატონო ეკა, რატომ არის ასეთი საშიში მაღალი ტემპერატურა ბავშებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის?

ზაფხულის ცხელი დღეები არ არის იშვიათი ჩვენთვის და ჩვენ მეტნაკლებად ადაპტირებული ვართ გარემოს მაღალ ტემპერატურასთან. საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ გაუწყლოვნების რისკია მაღალი. რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მის ორგანიზმში მით უფრო დიდი რაოდენობით არის წყალი და აორთქლების რისკიც მაღალია, სწორედ ამიტომ დედებს ვურჩევ, რომ პატარები დატვირთონ რაც შეიძლება მეტი სითხით, განსაკუთრებით წყლით და არა გაზიანი სასმელებით და ხილის წვენებით, მათ თავისი უარყოფითი გვერდითი მხარეები აქვს. პირველ რიგში გაუწყლოვნების პრევენცია არის სუფთა სასმელი წყალი და მეორე, ელექტროლიტური, რეჰიდრატაციული ხსნარი, რომელიც ძალიან ფართოდ მოიპოვება ჩვენს სააფთიაქო ქსელებში. ასევე, მზის ულტრაიისფერი სხივები რა თქმა უნდა ჯანმრთელობაა, მაგრამ დღის 10 სთ-დან საღამოს 6-7 სთ-მდე  მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ბავშვები მზის სხივებს, სასარგებლოსთან ერთად ულტრაიისფერ სხივებს უამრავი გვერდითი საზიანო მხარეები აქვს, განსაკუთრებით ორ წლამდე ბავშვებში მზის პირდაპირი ზემოქმედება მკვეთრად ზრდის მელანომის, კანის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს, ამიტომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ბავშვები მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, თუ მაინც უნდა გაიყვანოთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხები, რომლის მოხმარებასაც სპეციალური ინსტრუქცია აქვს, გაყვანამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე უნდა დაიტანოთ სხეულის ხილულ ნაწილებზე, სახე, ზედა და ქვედა კიდურებზე. მზისგან დამცავების საბავშვო ფორმები ჰიპოალერგიულია, უსაფრთხოა და ადაპტირებულია ბავშვის კანთან.

ბავშვმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი, შესთავაზეთ ყოველ 5-10 წუთში,თუ გარეთ ხართ და გარემოს ტემპერატურა მაღალია, უფრო ხშირად უნდა შესთავაზოთ სითხე, რადგან სითხის დანაკარგი არა მხოლოდ ოფლით ხდება, ასევე სუნთქვის დროს, ბავშვის სუნთქვის სიხშირე  კი გაცილებით უფრო ხშირია ვიდრე მოზრდილის.

მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციის რეკომენდაციით, როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში, აუცილებელი პირობა უბრალო სასმელი წყლის მიღებაა. გაზიანი სასმელი ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს სასმელ წყალს, თუნდაც ეს იყოს მინერალური გაზიანი წყლები.

რაც შეეხება სითხეს და წყლის მიღებას, შესაძლოა თუ არა, წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე?

გაზიანი სასმელები ორ ჯგუფად იყოფა, ტკბილი და მინერალური სასმელები. თვითონ გაზს აქვს გვერდითი მოვლენები, დიდი რაოდენობით და ხშირი მოხმარება იწვევს გასტრიტებს, გულძმარვებს. თუ სხვა ალტერნტივა არ არსებობს, ჯობია სახლში დამზადებული კომპოტის სახით შევთავაზოთ სითხის მიღება ან გაზგასული მინერალური წყალი, თუ ესეც არ გამოდის, იყოს შედარებით ნაკლებგაზიანი ტკბილი სასმელი. გაზი აფუჭებს კბილის ემალს და უმჯობესია შევთავაზოთ საწრუპი ჩხირებით, ამ გზით ემალის დაზიანების რისკი კლებულობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტკბილ, გაზიან სასმელებში შაქრის შემცველობა თვრამეტჯერ მეტია, ვიდრე სახლში დამზადებულ უშაქრო კომპოტებში. მშობელმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. მე გირჩევთ, რომ საერთოდ ნუ დააგემოვნებინებთ ასეთ სასმელებს, მაქსიმალურად გაწელეთ დრო სანამ ბავშვი ტკბილი გაზიანი სასმელის გემოს გაიგებს, რადგან შემდეგ წყლის მიმართ ინტერესი ეკარგებათ.

მზის სხივებისგან ორგანიზმი ბუნებრივი გზით იღებს დ ვიტამინს, თუ ჩვენ მოვერიდეთ მზეს, კანი არ მიიღებს რუჯს,  მზე არ მოვა ჩვენამდე, საიდან მივიღებთ დ ვიტამინს?

ძალიან აქტუალური შეკითხვაა, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომედაციების აფიშირებას ვუკეთებ იმის თაობაზე, რომ სეზონის მიუხედავად დ ვიტამინის მიღება ყოველდღიურად არის აუცილებელი. მზის სხივის ვიტამინის გამომუშავება ორგანიზმში ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის 3 სთ-მდე 15 წუთს მაინც გაატარებს მზის გულზე ბავშვი, მოშიშვლებული კიდურებითა და სახით. რაც უფრო მუქი შეფერილობის კანი აქვს ბავშვს, მით უფრო დიდია მზეზე დაყოვნების აუცილებლობა. ამავდროულად, რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მით უფრო დიდია მელანომის რისკი, აქედან გამომდინარე ვურჩევ ყველას, რომ ხელოვნური გზით მიიღონ ვიტამინ დ და არა რუჯის სახით. რუჯი, რომელიც დამცავის მიუხედავად მიიღება მცირე სახით, ამას მივესალმები, მაგრამ ოქროს შუალედის მოძებნა ძალიან რთულია განსაკუთრებით ჩვილებში. ხშირად მოუმართავთ მშობლებს, დამცავ წასმულ ბავშვებს ეტლიდან რაც ჩანს, კიდურის მცირე ნაწილი იქ მე-2 მე-3 ხარისხის დამწვრობა განვითარებიათ, მზეზე ძალიან მოკლე ხნიანი დაყოვნების შედეგად.

თბილისის პოპულარული აუზები, არის თუ არა ეს სხეულის გაგრილების კარგი საშუალება. იმ ფონზე როდესაც იქ ფიქსირდება დასაშვებზე მეტი რაოდენობის ადამიანი და დაბინძურებული წყალი, რომელსაც არავინ ამოწმებს?

სანიტარული ნორმების და ჰიგიენის დაუცველობა მკვეთრად ზრდის რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარების მხრივ. ვურჩევ, რომ ადრეული ასაკის ჩვილ ბავშვებს ინდივიდუალი აუზები შეურჩიონ, წყლით გაკაჟება ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად დღის მეორე ნახევარში.

ძალიან რთულია ბავშვის საზღვაო კურორტზე წაყვანა, რადგან რაც უფრო ჩვილია ბავშვი უცხო გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი უფრო დიდია, საშუალოდ 5-7 დღე, ჩვენი არდადეგების პერიოდი 10-14 დღით შემოიფარგლება და შესაბამისად მხოლოდ ადაპტაციისთვის არის ხოლმე საკმარისი დასვენება. ასეთ შემთხვევაში ვურჩევ მშობლებს, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მოარიდონ სიცხეს და მთის კურორტებზე წაიყვანონ, ბუნებაში დასვენება არაჩვეულებრივია.

ბევრი კითხულობს ღირს თუ არა კონდინციონერის დამონტაჟება სახლში, სადაც ჩვილი ბავშვია, ამ მიმართულებით რა რეკომენდაციას მოგვცემთ?

თუ გაუსაძლისი სიცხეა და გარემო ტემპერატურა ძალიან მაღალია, უმჯობესია კონდინციონერის გამოყენება. სასურველია, რომ დამონტაჟებული იყოს სხვა ოთახში და სახლის მთლიანი ტემპერატურა დაბალანსებული იყოს.

კონდინციონერი ხანდახან არის ინფექციის წყარო, ატრიალებს არაფილტრირებულ ჰაერს, ეს რისკი არის, მაგრამ ზოგადად, უმჯობესია გაგრილდეს ბავშვი, ვიდრე 40 გრადუსი სიცხის ზემოქმედების ქვეშ იყოს.

რას გვეტყვით მადის დაკარგვაზე, რომელიც ხშირი პრობლემაა ზაფხულში?

ეს ჩვეული მომენტია, მთავარია, რომ ბავშვი დავტვირთოთ სითხეებით, შესაძლებელია დღის რეჟიმის შეცვლაც, ხშირად ჩვილები თვითონ მოძებნიან ხოლმე გამოსავალს, ღამე კარგად ჭამენ და დღის ნორმას ამით ავსებენ, დღის განმავლობაში კი დიდ შუალედებს აკეთებენ, იგივე რეჟიმი შეიძლება მოვარგოთ მოზრდილ ბავშვსაც.

სიცხის გამო მადის დაკარგვა, არანაირად არ არის საგანგაშო, მაქსიმალურად მსუბუქი საკვები შევთავაზოთ, არა ცხიმიანი, ადვილად მონელებადი. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების შენახვის პირობების დაცვა, არსებობს მალფუჭებადი პროდუქტები, მათ შორის რძის ნაწარმი, სადაც ბაქტერიების და განსაკუთრებით სტაფილოკოკის ჩამოყალიბების რისკი მაღალია, ასეთი პროდუქტები უნდა შეიძინონ ვადის გათვალისწინებით. მოერიდეთ ტემპერატურის ცვალებადობას. ასევე ყურადღებით იყავით სუპებთან, 30-40 წუთში შეიძლება სუპი გაფუჭდეს. სასურველია, რომ სუპი და ფაფა ჭამის წინ მომზადდეს და დაუყოვნებლივ მივცეთ ბავშვებს. კრემიან საკონდიტრო ნაწარმს მაქსიმალურად აარიდეთ თავი, განსაკუთრებული ტოქსიურობით ხასიათდება და შესაძლოა ცუდ დღეში ჩააგდოს პატარა. ის, რასაც ჩვენ მოვინელებთ, შესაძლოა, მომწამვლელი იყოს პატარასთვის.

ასევე საკმაოდ აქტუალური თემაა, ჰაერის გამოცვლა ბავშვისთვის, სად გადის ზღვარი სწორ დასვენებას და სწორ არჩევანს შორის?

სოფლად გაზრდილი ბავშვისთვის კურორტი აუცილებელი არ არის, ბევრი სიმწვანე და ჟანგბადია სოფლად, გარემოს შეცვლა ცუდი არ არის, მაგრამ არც აუცილებლობაა. რაც შეეხებად ქალაქის ბავშვებს, მათ ჟანგბადის დეფიციტში უწევთ ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში და მათი გაყვანა სასურველი და აუცილებელია. რომელი კურორტია კარგი ამის თქმა რთულია, თუ ბავშვს სპეციფიკური პრობლემა არ აქვს, ყველა კურორტი კარგია, მთაც და ზღვაც. ზღვის კურორტებზე რაც პატარაა ბავშვი ადაპტაციის პრობლემა ჩნდება, შესაბამისად მშობელმაც და ბავშვმაც ერთნაირად რომ დაისვენონ, უმჯობესია მთიანი კურორტები ამჯობინონ. შეარჩიონ ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრზე განთავსებული კორორტები, სადაც უფრო მეტი ჟანგბადის შემცველობაა ჰაერში ვიდრე დაბალ კორორტებზე.

რამდენია, მინიმალური დრო ჰაერის გამოცვლისთვის და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა კურორტზე , რომ იმუნიტეტი ბოლომდე აღიდგინოს?

გააჩნია სად მიგყავთ ბავშვი, ადაპტაცია განსხვავებულია ზღვის და მთის კურორტებზე, თუ 10 დღით მიდიხართ ზღვის კურორტზე ეს საკმარისი არ არის, რადგან დიდი დრო ჭირდება ადაპტაციას და ასეთი მცირე ხნიანი დასვენება უფრო მეტად სტრესულია პატარასთვის. საზღვაო კურორტებზე გაუწყლოების რისკი უფრო დიდია, მზისგან დამცავის გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. რაც შეეხება მთის კურორტებს, ადაპტაციას უფრო მალე გადის ბავშვი და უფრო უმტკივნეულოდაც.  ყველა ეს კომპონენტი გასათვალისწინებელია და ყველა ეს რჩევა ყურადღებული უნდა იქნას, რათა დედამაც და ბავშვმაც ხარისხიანად დაისვენოს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

რჩევები /

|

5 ივლისი, 2018

|

საკვანძო სიტყვები

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 262380
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 262380
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 3718
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => eka-uberi
                                    [1] => stumrad-eqimtan
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (262380) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (3718,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 286424
                    [post_author] => 6
                    [post_date] => 2018-09-19 16:01:37
                    [post_date_gmt] => 2018-09-19 12:01:37
                    [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ახალ სეზონს იწყებს. პირველი გადაცემა კი ისეთ აქტუალურ თემას ეხება, როგორიცაა სკოლისთვის მზაობა. უნდა იცოდეს თუ არა წერა, კითხვა  და თვლა პირველკლასელმა, როგორ უნდა გაჩერდეს ის გაკვეთილზე ხანგრძლივი დროით და ვისი ბრალია, როცა შეგუების პროცესი ასე რთულდება – ამ თემებზე გადაცემაში ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესრომა  ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.

 

ქალბატონმა ნატა, რატომ უჭირს ბავშვს პირველი დღეები ბაღსა და სკოლაში და ყოველთვის მიუთითებს თუ არა ეს ქცევით პრობლემაზე?

ნამდილად საინტერესო თემაა, რადგან ხშირად ბავშვის სადმე დატოვებას მშობლები განიხილავენ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. მაგალითად, ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან თვითონ აუცილებლად სამსახურში უნდა იყოს. ზოგადად განვითარება არის ერთი წრფივი პროცესი, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ახასიათებს ადამიანს.

რომელ ეტაპზე რა კრიზისულ მომენტს ვხდებით, ეს უკავშირდება იმას, განვითარების ეტაპების განმავლობაში როგორ გარემოში ვიყავით, როგორ გვექცეოდნენ და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენს მიმართ. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ თუ ბაღში დარჩენა არის პრობლემა, ალბათობა იმისა, რომ ყოველ ჯერზე არის სერიოზული ქცევითი პრობლემა, ძალიან მაღალი არ არის. აქაა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ერთი, როდესაც ბავშვი შეჩვეულია ოჯახში, ან ძიძასთან ყოფნას და მისთვის ძალინ კომფორტულია იმ სოციალურ გარემოში ყოფნა, სადაც ნაცნობი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მივდივართ ბაღში და გვხვდებიან პედაგოგები ან უკვე ადაპტირებული ბავშვები,  რომლებიც მაინც უცხოები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ბაღისთვის მომზადება დაიწყოს არა სამი წლის ასაკიდან, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია თავისი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად არსებობა კონკრეტული დროის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა დაკვეთა უნდა მისცეს ძიძას, რათა ბავშვმა ეტაპობრივად იკონტაქტოს ეზოში თანატოლებთან, დარჩეს ერთ ბებოსთან, მეორე ბებოსთან გარკვეული ხნით. ასეთ დროს დამშვიდობება, იმის გაჟღერება, რომ მე წავალ და დაახლოებით ამ დროს მოვალ ანუ მსგავსი ფრაზებით ფორმულირებული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.  როდესაც ბავშვმა იცის, როდის მოვა დედა, ეს იწვევს უსაფთხოების განცდას, ხოლო ეს განცდა მომავალში გადადის სხვა სიტუაციებზეც.
ბაღისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ადრე და ეს რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მაგალითად წინასწარ უნდა გავაჟღეროთ, რომ  ბავშვს  ბაღში სიარული მოუწევს, უნდა მივიყვანოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაღია და ვითამაშოთ იქ ცოტა ხნით. იდეალურ შემთხვევაში უნდა გავაცნოთ პედაგოგები, ვიყოთ მასთან ერთად დასაწყისში, ოღონდ ნორმირებულად. თუ ამის საშუალება ბაღში არ არის , მაშინ მნიშვნელოავანია პედაგოგების დახელოვნება იყოს ისეთი, რომ მათ შეძლონ ბავშვების ყურადღების გადართვა, რაც ცხადია, 45 ბავშვის პირობებში პრობლემაა. ბაღთან ადაპტაციის პერიოდი ერთიდან  ოთხ კვირამდე გრძელდება. შეიძლება ბავშვმა ისწავლოს, რომ თუ ის იტირებს, დედა მოქანდება, ხელში აიყვანს და წაიყვანს. რომ მასწავლებელი დარეკავს და დედა აუცილებლად მოვა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ის მანიპულაციას იწყებს და მერე უკვე ჩნდება ქცევითი პრობლემა, რომელიც მართულია ბავშვის მიერ.
  სკოლაზე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება 6 წლის ბავშვი 40 წუთი გაუნძრევლად გაჩერდეს გაკვეთილზე? ძალიან სერიოზული კითხვაა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ეს შეკითხვა ძახილის ნიშნით ხშირად უნდა გაიმეორონ მშობლებმა და სპეციალისტებმაც. ბავშვი დაწყებით კლასებში არ უნდა გაჩერდეს გაუნძრევლად 40 წუთის განმავლობაში! იმიტომ, რომ მისი განვითარების ნორმა მოითხოვს მოძრაობას და გადაადგილებას. სამწუხაროდ სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ გაკვეთილები 40 წუთამდე შემცირდაო, რეალობა მაინც სხვაა. ამის მიზეზი კი ბავშვის შესვენებაზე მართვის პრობლემაა. ანუ რიგი მიზეზების გამო, პედაგოგი ვერ ახერხებს ბავშვის მენეჯმენტს.  დერეფნები და ეზოები ადეკვატურად აღჭურვილი არა არის, საკლასო ოთახში სივრცე არაა და ბავშვს აიძულებენ ოთხკუთხა ოთახში დაფისკენ მიმართული იყოს და კონცენტრაციის აქტივობა განახორციელოს, მას კი ეს არ უნდა! იმიტომ რომ არ შეუძლია და არც სჭირდება ! არ მინდა, არ შემიძლია, არ მჭირდება არის სიტყვები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და რომლებიც ყველამ უნდა მოისმინოს. არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანი. როდესაც რამეს მაიძულებენ, ან საბოლოოდ გავტყდები, დავემორჩილები და მოვიწყენ, რაც არ ვარგა. ან არ დავემორჩილები და ისეთ ქცევებს გამოვავლენ, რაც ნამდვილად იქნება ასოციალური ან ისეთ თვისებებს გამოვავლენ, როგორიცაა ყვირილი, ტირილი, სირბილი , იატაკზე დაწოლა და ასე შემდეგ...  მე ამაში ბავშვებს ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ის ამ ასაკში უნდა იყოს კონცენტრირებული მაქსიმუმ 9-10 წუთი აქტივობაზე, რომელიც მიმდინარეობს თამაშით და მიწოდებულია საინტერესოდ. ამის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს საშუალება ფიზიკური აქტივობის. ამ დროს პედაგოგი უნდა იყოს მრავალმხრივი განვითარების და იცოდეს, რა სჭირდება ბავშვს.  მას  ა, ბ, გ, დ-ს ფანტასტიურად შემოხაზვა  არ სჭირდება, მას სჭირდება: მშვიდი ემოციური გარემო, სოციალური კონტაქტების დამყარება თანაკლასელებთან, მასწავლებლის გაცნობა საგაკვეთილო და სასწავლო პროცესის პოზიტიურ კონტექსტში აღქმა, მოძრაობა, თამაში და ბოლოს წერა-კითხვა. წერა-კითხვას ყველა ვარიანტში ვსწავლობთ და არ გვევალება 2 და 3 თვეში ვიცოდეთ. ორი წლის მერე თუ კარგად ვკითხულობთ ან ვწერთ, მშვენიერია. რომელი სკოლის დერეფანში გინახავთ ისეთი რამეები, რომელიც სპორტულ აქტივობას გულისხმობს? როგორ გეკადრებათ, ჩვენთან დერეფანში გამოსვლა არ შეიძლება. ვაიმე ყვირის, ამბობენ 6 წლის ბავშვზე, უნდა იყვიროს! უნდა გამოუშვას ეს ენერგია, ამიტომ ხტუნვა ხმაური, ხელების აწევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
დაბალ კლასებში უნდა ხმაურობდნენ, თამაშობდნენ,  უნდა იყოს გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვი წევს, ზის, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მოძრაობსო, მოდის ამ სახის პრეტენზია და ეს წარმოუდგენელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობელსა და პედაგოგს ინფორმაცია არ აქვს. საგნისა და აკადემიური ცოდნის მიცემა არ არის მხოლოდ სკოლის ფუნქცია. ხშირად ამ განცხადების  გამო კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ეს ასეა.
რა კრიტერიუმით ფასდება სკოლისთვის მზაობა? სკოლისთვის მზაობის სამი კომპონენტი არსებობს.
  • პირველი გახლავთ ფიზიკური კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძვალკუნთოვანი სისტემა მზად არის ჯდომისა და კონცენტრირებისთვის. მას უნდა შეეძლოს სხეულის ისე ყრდნობა ან დაჭერა, რომ წეროს და ამ დატვირთვას მან უნდა გაუძლოს. კონცენტრაცია და  ყურადღება 6 წლის ასაკში უნდა განისაზღროს კონკრეტული დროის ფარგლებში.
  • მეორე კომპონენტი,  ესაა ემოციური მზაობა. ეს ნიშნავს, რომ მე შიმიძლია გარკვეული დროით, იდეალური დრო გახლავთ 3-4 საათი, დავრჩე აკადემიურ სივრცეში დედის, ოჯახის წევრის გარეშე. ისე, რომ მე არ ვღელავდე, არ ვშფოთავდე, უკან გამოქცევა არ მინდოდეს და სცენებს არ ვაწყობდე. ასევე აღსანიშნავია სოციალური და ემოციური მზაობაც, რომლის დროსაც მე შემიძლია კომუნიკაცია თანატოლებთან, სიამოვნებას ვიღებ ამით, ვეცნობი მათ და ვსწავლობ კომუნიკაციის დამატებით უნარ-ჩვევებს.
  • მესამე კომპონენტი, რომელზეც ჩვენი მშობლები და სამწუხაროდ პედაგოგების უმეტესობა აქცენტს აკეთებს, გახლავთ კოგნიტური ანუ აზროვნებითი.
სამივე კომპონენტი განსაზღვრავს, რამდენად მზად არის ბავშვი სკოლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლისთვის მზა ბავშვმა უნდა იცოდეს წერა და კითხვა. ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება იცოდეს ასოების იდენთიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ბაღში მას აძერწინებდნენ ან გამოჭრილი იყო ასოები და აფერადებინებდნენ. საუბარია 5-დან 6 წლამდე და არა 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მათ ბაღში ათვლევინებდნენ მსხლებს, ბლებს, ქათმებს და აკეთებინებდნენ მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს, რაც საბოლოოდ მას ასწავლის ციფრის ან ასოების იდენტიფიკაციას და არა კითხვას და მიმატება-გამოკლებას ან გაყოფა-გამრავლებას. არიან ბავშვები, რომლებიც ამას ადრეულ ასაკში სწავლობენ. მაგრამ არიან მშობლები, რომელთა ბავშვებს არ უნდათ ეს, ხოლო მშობლები, იმიტომ რომ მეზობლის ბავშვმა იცის, აძალებენ რომ იმეცადინონ და ამას სამწუხაროდ აკეთებენ ბაღებშიც. ამ ფაქტს იყენებენ ერთგვარ კომერციურ ხრიკად და ამბობენ, რომ მათ აქვთ გაკვეთილები. ზოგიერთი მშობელი კმაყოფილია, რომ ბაღში არის  მაგალითად ინგლისურის და გერმანულის გაკვეთილი. არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო! ბავშმა უნდა იცოდეს ის, რაც დღეს არ იციან ბაღებში: დამოუკიდებლად ჭამა, ტუალეტის დამოუკიდებლად მოხმარება, თასმის შეკვრა, წვრილი მძივებისგან რაიმე კონსტრუქციის აწყობა, ფანქრის ისე დაჭერა, რომ კონტურებს არ გადავიდეს გაფერადებისას, აპლიკაციის გაკეთება, დაჭრა, დაწყობა, გაფორმება, ქვიშაში თამაში, პლასტელინით ძერწვა, მეგობრებთან კომუნიკაცია, სიბრაზის ადეკვატურად გამოხატვა. ამას უნდა ვასწავლიდეთ საბავშო ბაღებში და არა ვითომ ინგლისურს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს იმას, რამდენად წარმატებული მოსწავლე ვიქნები მე. ეს გახლავთ წინა სასკოლო მზაობა. ინფორმაციის არქონა და ცოდნისა თუ ერთი სისტემის არქონა, იწვევს პრობლემას. ეს მანიპულაციის საშუალებას აძლევს კერძო ბაღებს, რაც ჩემთვის ძალიან მწვავე საკითხია. ბაღების სააგენტო მოგმართავთ!! არ კონტროლდება არც ერთი კერძო ბაღი. ეს არ შეიძლება. ძალიან კარგი სამუშაოები მიდის საჯარო ბაღში, კერძოში რა ხდება, ვერ გაიგებ. როგორ  მოქმედებს დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე შეფასება ქულებით და საშინაო დავალებები? შეფასების სისტემა პირობითია, ქულით ბავშვი არ უნდა ფასდებოდეს. ბავშვის შეფასება ადრეული ასაკიდან ხდება, როდესაც მას ვეუბნებით, რა კარგად გამოგივიდა, რა ყოჩაღი ხარ, ძალიან მომწონს შენი თამაში, ეს შეფასებაა. ამას ქულის დაწერა არ სჭირდება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ რაღაცეები შეფასდება, კონკრეტულად მისი ქმედებები და არა თვითონ. მან უნდა იცოდეს, რომ თვითონ ის ყოველთვის კარგია, რაღაც შეიძლება ისე ვერ გააკეთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. ვთვლი, რომ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემას ქულები არ სჭირდება. ქულები სჭირდებათ მოზრდილებს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც. შეიძლება მე პერიოდულად ვიკითხო ჩემი შვილის აკადემიური პროგრესის შესახებ, მაგრამ მნიშვნელოვანია  შეკითხვა, როგორც გრძნობს ჩემი შვილი თავს თქვენს სივრცეში. აი მერე უნდა მოდიოდეს უკვე შეკითხვა, გამოსდის კითხვა? საშინაო დავალებას რაც ეხება, ისიც უდნა იყოს ძალიან მარტივი და სწრაფად შესრულებადი. დასწავლა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში და არაა საჭირო საშინაო დავალებების ტარება ჩანთებით.
ადამიანის განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბედნიერების განცდა. აღმზრდელმა უნდა იმუშაოს იმაზე, რასაც მოაქვს ეს განცდა. ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ის აუცილებლად იპოვის თავის თავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ბავშვი ზუსტად 2 დღის წინ გახდა 6 წლის და ზოგი 7 თვის წინ და ეს განსხვავებები გასათვალისწინებელია. 6 წლის და 7 თვის ბავშვი გაცილებით წინაა განვითარებით, ვიდრე 6 წლის და 1 დღის.
აუცილებელია თუ არა ბავშვის დატვირთვა სხვადასხვა წრეებით სკოლის პარალულურად? ფიზიკური დატვირთვა კარგია ზომიერად. სასურველია, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე დადიოდეს სკოლაში და ერთი, რომელიმე სახეობის სპორტზე. თუ სკოლაში სპორტის ამბავი კარგად არის დაგეგმილი, ჯობს დავუტოვოთ ჩვენს შვილებს თავისუფალი დრო „არაფრის კეთებისთვის“. არ შეიძლება, რომ მისი დრო იყოს ამოვსებული მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მცალია. მნიშვნელოვანია, ნელ–ნელა მივაწოდოთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობები. მართალი გითხრათ, ძალიამ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იაროს ერთ-ერთი სკოლის გუნდზე, მაგრამ მას უნდა სიარული თექაზე, მე თანახმა ვარ. რომ ვკითხე, გუნდი გინდა თქო? მითხრა მოვიფიქრებ, როდის მინდაო. ბავშვმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და მე მას ამაში უნდა დავეხმარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ჩაერიონ თუ არა მშობლები შვილების კონფლიქტში, როცა საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებსა და ბულინგზე ფიზიკური დაპირისპირება და ბულინგი კონფლიქტის ძალიან სერიოზული ნაწილია. არსებობს ტექნიკა, როგორ ვდგებით შუაში ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორ ვაშორებთ ერთმანეთს და შემდეგ, რა დრო გვაქვს, იმისთვის, რომ სიტუაცია დაწყანარდეს  და რამდენი ხნის მერე უნდა დაველაპარაკოთ ბავშვებს. ამაზე ფსიქოლოგების უამრავი რეკომენდაცია არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქცევა იყოს მშვიდი, წყნარი, იზოლირებული. გადის ორივე ცალცალკე, ვაძლევთ ამოსუნთქვის საშულებას. წყალს ვაწვდით და ვეუბნებით რომ ვიცი, გაბრაზდი, გასაგებია და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, ვსაუბრობთ, როგორ გამოვხატოთ სიბრაზე. თუ რომელიმე ბავშვი სიბრაზეს ისე გამოხატავს, რომ ვერბალური და ფიზიკური აგრესიის მაჩვენებელი მაღალია, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელმა ის უნდა გააგზავნოს სპეცილისტთან.
აი ბულინგი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამაზე ეგრევე ყურებდაცქვეტილი და თვალებგაფართოებული უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელიც და მშობელიც. ეს იმხელა პრობლემაა, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს თვითშეფასების დაქვეითებამდე, აპათიურ გუნება-განწყობილებამდე, აგრესიამდე და თავად გახდეს ბულერი. ბულინგი არის თემა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ ძალიან სეროზულად.
    [post_title] => სამი რამ, რაც მიგითითებთ, რომ თქვენი შვილი სკოლისთვის მზადაა – ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sami-ram-rac-migititebt-rom-tqveni-shvili-skolistvis-mzadaa-fsiqolog-nata-mefarishvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-20 11:24:04 [post_modified_gmt] => 2018-09-20 07:24:04 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=286424 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 278960 [post_author] => 26 [post_date] => 2018-08-29 11:14:41 [post_date_gmt] => 2018-08-29 07:14:41 [post_content] => საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ვაქცინაცია გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიღწევაა, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში მშობლები ბავშვებს ვაქცინებს მაინც არ უკეთებენ, რაც არაინფორმირებულობით ან დეზინფორმაციითაა გამოწვეული. ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია სავალდებულოა, მხარს უჭერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. მოწინააღმდეგეთა შორის კი იურისტები არიან, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ინიციატივა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. ზუსტად ერი წლის წინ რადიო „ფორტუნა“ ამ თემას ძალიან მკაფიოდ შეეხო, თუმცა წლისთავზე კვლავ მოსახლეობის არაინფორმირებულობა და ინიციატივა გვაქვს.   უნდა იყოს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია - ამ კითხვით რადიო „ფორტუნამ“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს მიმართა. „თანამედროვე ვაქცინები არის ძალიან მაღალეფექტური და პრაქტიკულად, გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. მილიონიდან ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს სერიოზული გვერდითი მოვლენა, მაგრამ ასე ნებისმიერი ნემსის ჩხვლეტა სარისკოა. ამიტომ, თანამედროვე კაცობრიობა დიდი ხანია მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრები ბავშვებისათვის აუცილებელია. ის არის უსაფრთხო და ეფექტური.“ მისი თქმით, ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ დონეზე განხილვები დაწყებულია. კერძოდ, პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე და, სავარაუდოდ, შემოდგომიდან ვაქცინაცია საქართველოშიც სავალდებულო გახდება. რა მექანიზმით მოხდება მშობლების დავალდებულება აცრან ბავშვები, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა, - აცხადებს პაატა იმნაძე.   რა შემთხვევაში არ ცრიან ბავშვებს ძალიან ცოტა კატეგორიული მიზეზი არსებობს, რის გამოც ბავშვს აცრა არ უტარდება. აცრა არ უტარდება ბავშვს, რომელსაც, ჰქონდა დადასტურებული ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე; აქვს ალერგიული რეაქცია ნეომიცინზე, სტრეპტომიცინზე ან პოლიმიქსინ ბ-ზე (იმ ანტიბიოტიკებზე, რომლებიც შედის ვაქცინების შემადგენლობაში); აღენიშნება თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი (აივ ინფექცია და/ან შიდსი), ან დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი ონკოლოგიური დაავადების ან გადანერგილი ორგანოს შემდგომი მკურნალობის გამო (ამ შემთხვევებში არ კეთდება ის ვაქცინები, რომლებიც დასუსტებულ ცოცხალ ვირუსებს შეიცავს, მაგალითად, წითელა/წითურა/ყბაყურას აცრა); დასმული აქვს პროგრესირებადი სისტემური და ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოზი.   რა ხდება სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია არც საზღვრებს მიღმაა სავალდებულო, თუმცა დასავლურ სამყაროს არაჩვეულებრივი გამოცდილება აქვს. მართალია, ისინი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის მაინც იძულებით კეთდება. იდეალური ვითარება არც ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაშია. ამ შემთხვევაში, მშობლები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ბავშვების აცრაზე, ვარაუდობენ რა, რომ აცრებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. არგუმენტად კი ვაქცინაციის შემდგომ გართულებებს ასახელებენ.   სავალდებულო ვაქცინაციის იდეას არ ემხრობა დიდი ბრიტანეთი. ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის (BMA) მიერ გამოქვეყნებული უახლესი დასკვნის მიხედვით, ვაქცინაცია უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური გზაა ბავშვების ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად, თუმცა მშობლებს უნდა მიეცეთ არჩევანის საშუალება. „ექიმი-პაციენტის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას, არჩევანს და ღიაობას და ვფიქრობთ, სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვა ამ კუთხით საზიანო იქნება,” - ნათქვამია BMA-ს დასკვნაში.   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წელს მსოფლიოში ყოველი მეათე ბავშვი აუცილებელი აცრის გარეშე დარჩა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თითქმის 13-მა მილიონმა ბავშვმა ვერ მიიღო დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას კომბინირებული ვაქცინის პირველი დოზა. ექვს მილიონზე მეტი ბავშვი კი აცრის მეორე დოზის გარეშე დარჩა, რომელსაც სრული იმუნიზაცია უნდა უზრუნველეყო. ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ბავშვების ყოველწლიური ვაქცინაციის დონე 2010 წლის შემდეგ არ შეცვლილა და 86%-ს შეადგენს. ყველაზე რთული ვითარება კი იმ ქვეყნებშია, რომლებიც ამ დროისთვის საომარ ვითარებაში იმყოფებიან.   ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე სავალდებულო უნდა გახდეს ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს პედიატრი ეკა უბერიც, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ არსებობს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემი, რომლის მიხედვითაც საქართველო არის მეორე ადგილზე წითელას შემთხვევების რაოდენობით, ეს კი იმის გამო, რომ ძალიან მაღალი პროცენტია არავაქცინირებუილი. „ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, მოსახლეობა სრულ დეზინფორმაციაშია და ჰგონიათ, რომ ვაქცინაცია საშიშია. მიმაჩნია ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს, თან რაც შეიძლება მალე, რადგან მთელ მსოფლიოში წითელას ეპიდემიაა და ყველამ უნდა იფიქროს თუ როგორ დაიცვას საკუთარი შვილი“, - ამბობს პედიატრი ეკა უბერი.     ვაქცინაციამ უარყოფოთი შედეგი რომ გამოიღოს - რა და როგორ იცის საზოგადოებამ „ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.   „არ მიმაჩნია სწორად სავალდებულო გახდეს. ვფიქრობ, რომ ეს ნებაყოფლობითი უფრო არის, არავის აქვს ამ საკითხში ჩარევის უფლება, მე არ ვთვლი საჭიროდ ბავშვის ვაქცინაციას, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი ბაღებში,“ - ამბობს ჩვენთან საუბარში მარიამ ჩიჩუა. „ვფიქრობ, კარგი ინიციატივაა, თუმცა მიმაჩნია, რომ პირველ რიგში მშობლების ინფორმირებულობა უნდა გაიზარდოს, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის ვაქცინაცია და მათ ეშინიათ. ბევრი სარეკლამო რგოლი, ბევრი სტატია, ბევრი საუბარი ამ თემაზე, მგონია, რომ დამოკიდებულებას შეცვლის. მაგრამ მანამდე ვეხმრობი ინიციატივის ავტორს, რომ სავალდებულო იყოს ბაღებში ვაქცინაცია, რათა დავიცვა ჩემი შვილი სხვა ინფექიური დაავადებებისგან“, - ამბობს ნინო ბახტაძე. საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 12 ვაქცინას მოიცავს. ბავშვები შემდეგ ინფექციებზე იცრებიან:  დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია და ა.შ. ამ დაავადებებს  ძალიან მწვავე გართულებების გამოწვევა შეუძლიათ. ინფექციებისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად ვაქცინაცია მიიჩნევა. პედიატრების რეკომენდაციის მიუხედავად,  მშობლების ნაწილი, სხვადასხვა მოსაზრების გამო, თავს არიდებს ბავშვების ვაქცინაციას.

ნუცა სალუქვაძე

[post_title] => რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი - უნდა იყოს თუ არა აცრა სავალდებულო [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ratom-aris-vaqcinacia-mnishvnelovani-unda-iyos-tu-ara-acra-savaldebulo [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-29 11:14:41 [post_modified_gmt] => 2018-08-29 07:14:41 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=278960 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 272105 [post_author] => 6 [post_date] => 2018-08-02 17:52:47 [post_date_gmt] => 2018-08-02 13:52:47 [post_content] =>

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან" – სეზონის ბოლო გადაცემის თემაა: ჭარბი წონის კლების თითქმის 100 %-იანი შედეგი, წონის კლება ტანჯვის და დროში გაწელილი დიეტების გარეშე.  რას გულისხმობს მეტაბოლური უპერაციული ჩარევა და რა რისკების ქვეშ გვაყენებს, რისთვისაა განკუთვნილი, აქვს თუ არა უკუჩვენება და რატომ ხდება ეს მეთოდი ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული საზოგადოებაში– ამ თემაზე გადაცემაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ქირურგმა - ნიკოლოზ გვახარიამ ისაუბრა ვის შეიძლება სიმსუქნის დიაგნოზი დაესვას და ამ მხრივ რამდენად საგანგაშო სტატისტიკაა ჩვენს ქვეყანაში?  ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, სტატისტიკა საგანგაშო ხდება. როგორც კი შემოვიდა ფასთ ფუდი" ეს პრობლემა წარმოიშვა. ისეთი ქვეყნები, რომლებისთვისაც სიმსუქნე არ იყო დამახასიათებელი, მაგალითად: იაპონია, მალაიზია, ტაივანი, ჩინეთი ამ დროისთვის კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. ეს პრობლემა ნაციონალური ტრაგედიაა აშშ-სთვის, ამიტომაც ბალიატრიული ქირურგიის სამშობლო ამერიკაა. აქ, 1950 - იანი წლებიდან  პირველი, მეცნიერულად დასაბუთებული ოპერაციები შესრულდა. ზუსტად რომ განვსაზღვროთ სიმსუქნე, უნდა გავიგოთ ჩვენი სხეულის ინდექსი. თუ 19-დან 25 - მდეა ჩვენი სხეულის ინდექსის მაჩვენებელი ეს ნორმაა, თუ 25-დან 29-მდე – ეს პირველი ხარისხის სიმსუქნეა, 30-დან 33-მდე მეორე ხარისხის სიმსუქნეზე მიუთითებს,  33-დან 40-მდე მე-3 ხარისხის სიმსუქნეა და უკვე ეძახიან მორბიდულ, სიკვდილის მომასწავლებელ სიმსუქნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს შეიძლება სხეულის ინდექსის მაჩვენებელი  მე-2 სტადიაში ჰქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები აღენიშნებოდეს. თანდათანობით, არა მხოლოდ სიმსუქნე გადადის ქირურგების ხელში, არამედ შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაავადებების ნაწილი, კერძოდ - არაალკოჰოლური სტრეატო ფიბროზები, რომლებიც შესანიშნავად ინკურნება ამ ოპერაციით და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი იკლებს წონაში. პოსტოპერაციულად ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფული სისწრაფით იზრდება დადებითისკენ, თითქმის ყველას გასდის დეპრესია და არიან ბედნიერები. https://www.youtube.com/watch?v=vr-WljGolNA&feature=youtu.be რამდენად განმსაზღვრელია სიმსუქნის შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორი და შესაძლებელია თუ არა ადრეული წლებიდანვე ვმართოთ სიტუაცია იმისათვის, რომ მომავალში არ დადგეს სიმსუქნის პრობლემა? ისრაელსა და აშშ-ში, ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში ბავშვებზეც კეთდება ოპერაციული ჩარევები, თუ მედიკამენტური თერაპია უშედეგოა და კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოპერაცია - ბანდაჟის ჩამოცმა კუჭზე, რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევებია პრაქტიკაში. საქართველოსა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში ოპერაცია 18 წლიდან კეთდება. რატომ არ შეიძლება ისეთმა ადამიანებმა, ვისაც არ აქვს წონის პრობლემა, მიირთვან „ფასთ ფუდი” და რატომ არის ორგანიზმი იმდაგვარად მოწყობილი, რომ ვიღაცა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, პატარა გადაცდომის შედეგად მომატებულ კილოგრამებს იღებს, ვიღაც კი მუდმივად არაჯანსაღად იკვებება და წონაში არ იმატებს? ამ ყველაფერს გენეტიკური საფუძველი უდევს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს  დამოკიდებულია რა გარემოში ხარ. მაგალითად, ევროპაში და ამერიკაში 35 კგ.მ2 არის ის ქვედა ზღვარი, რომლის შემდეგაც კეთდება ქირურგიული ჩარევა, მათ ნაკლებად სჭირთ დიაბეტი, მარტივად უმკლავდებიან სიმსუქნით გამოწვეულ გართულებებს. აზიისთვის კი სიმსუქნე არის კატასტროფული დაავადება, სამხრეთ აზიის ქვეყნებში სხეულის მასის ინდექსი 27,5 კგ.მ2 ისეთივე სახიფათოა, როგორც ევროპელისთვის 35 კგ.მ2. საქართველოს მაგალითზე ვისთვის არის ეს ოპერაცია განკუთვნილი და რა სირთულის ოპერაციად შეიძლება შეფასდეს? მარტივი ოპერაცია არ არსებობს, ნებისმიერი პატარა ჩარევა სერიოზულ პრობლემაში შეიძლება გადაეზარდოს ქირურგს და პირიქით, შეიძლება ელოდები კატასტროფულ მდგომარეობას და ყველაფერი ძალიან ადვილად დასრულდეს. ეს ოპერაციები უდავოდ რთულ ოპერაციებს განეკუთვნება.   უკვე მოთხოვნა, რომ გაკეთდეს ლაპარასკოპიით და არა კვეთით. კვეთით გაკეთებული ოპერაცია 10%-ით ზრდის პროცესის ლეტალურად დასრულების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მალევე გააქტიურდეს, იმოძრაოს რათა თრომბოემბოლია არ განვითარდეს. ჯერ-ჯერობით საქართველოში ყველაზე პოპულარული სლივ გასტრექტომია,  ყველაზე მეტი ეს ოპერაცია პროფესორმა დავით აბულაძემ შეასრულა, მე უფრო გადასული ვარ ძირითადი გზის ოპერაციებზე, ანუ ნაწლავებსა და კუჭს შორის შერთულებზე. რეალურად ორმოცი ტიპის ოპერაცია არსებობს, ჩვენ ვაკეთებთ შვიდ მოდიფიკაციას. ძალიან რთულია ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებით მოარჩინო მისი კვებისადმი დამოკიდებულება, ამიტომ ვიკვლევთ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, როგორ სოციალურ გარემოშია, რა მენტალობის პაციენტთანაც გვაქვს საქმე და რა დაზიანებებსაც ვხვდებით, იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილება თუ რა სახის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. თუ ადამიანს მძიმე მდგომარეობა აქვს სომატურად, ჯერ ვამზადებთ კონსერვატულად, შემდეგ მკურნალობა შეძლება ორ ქირურგიულ ნაწილად გაიყოს, პირველი კუჭის დაპატარავებას ვაკეთებს, ვაკვირდებით 5-6 წელი, შეიძლება პროცესი ისე კარგად წავიდეს, რომ აღარც დასჭირდეს მეორე ოპერაცია. თუ ბულემიკია, ძალიან დამოკიდებლია კვებაზე და წონა შეუბრუნდა მაშინ უნდა ვიფიქროთ დიდ ოპერაციაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, თუ ვერ მოხდა ოპერაციის სწორი შერჩევა ეს არ არის ტრაგედია, ოპერაციის მეორედ და მესამედ გაკეთებაც შესაძლებელია, პრაქტიკაში გვქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს 6 ოპერაცია დასჭირდა. დიაბეტი სიმსუქნის თანმდევი პროცესია და როგორც აღნიშნეთ, ამ ოპერაციული ჩარევით საკმაოდ მწვავე დაავადება იკურნება, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, ოპერაციის გაკეთების შემდეგ სამუდამოდ ვთავისუფლდებით იმ პრობლემისგან, რაც ჩვენი მთელი ცხოვრების წესი უნდა ყოფილიყო? გააჩნია ოპერაციული ჩარევის რომელ მეთოდს მივმართავთ, სიმსუქნის არარსებობის შემთხვევაში, არსებობს სუფთა მეტაბოლური ოპერაციები,  რომელიც შაქრის რეგულაციაზე მუშაობს. ვინაიდან 70-80 % - ში დიაბეტი შეჭიდულია სიმსუქნესთან, არსებობს გასტრო შუნტირების ოპერაცია, რომელიც ორივე და ხშირ შემთხვევაში მესამე, ღვიძლის პრობლემასაც აგვარებს და ეს ოპერაცია საქართველოში ტარდება. პაციენტები ფიქრობენ, ვაი თუ ვერ გაუძლონ ჩარჩოებს, თავს იზღვევენ და ირჩევენ „სლივს”, ზოგიერთ ადამიანს პირდაპირ ვთავაზობთ, რომ მისთვის სრულიად საკმარისია მხოლოდ კუჭის დაპატარავების ოპერაცია, შეიძლება ახალგაზრდაა ქალბატონია და უნდა იმშობიაროს.  თუ ისეთ ასაკშია, რომ ერთი წელიღა დარჩა გენდერულ ფუნქციამდე, ასეთ დროს უნდა შესთავაზო „სლივი”, რომ სწრაფად გახდეს და სასურველ შედეგს მიაღწიოს, გააჩინოს ბავშვი ან ეკოზე გავიდეს. ყველა ეს ოპერაცია თავისი ფილოსოფიით არის მეტაბოლური, ჩვენ ვიყენებთ ტერმინებს - ანტიდიაბეტური და სიმსუქნის საწინააღმდეგო, მაგრამ  ყველა ამ ოპერაციის შედეგი არის ის, რომ ადამიანი ხდება, შაქარი რეგულირდება. თუ ჩატარდა სწორედ დიაბეტის საწინააღმდეგოდ მიმართული მეთოდი, ჩათვალეთ, რომ 90%-ში გაიმარჯვეთ დიაბეტზე. იგივე ფუნქცია აქვს „სადის", ეს ოპერაცია ჩვენ დავნერგეთ საქართველოში. ძალიან საინტერესო ოპერაციაა, ის გაძლევს საშუალებას არც პროდუქტები და არც მათი რაოდენობა არ შეზღუდო, ბულემიური მოთხოვნილება საკვებზე დაიკმაყოფილო და არ გასუქდე. ადრე ამ ოპერაციას ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა, აუცილებელი იყო, ოპერაციის შემდეგ მთელი ცხოვრება წამლები მიგეღო, თუ არ მიიღებდი წამლებს, ვითარდებოდა ძალიან ცუდი გართულება, ორგანიზმის გამოფიტვა, რაც საბოლოოდ სიკვდილს იწვევს. ამ ოპერაციის დადებითობის შესანიშნავი მაგალითია ნიკა მემანიშვილი, რომელიც არ მალავს და პირიქით ამაყობს კიდეც ამ ყველაფრით, 12 წლის თავზე მას გრამი ნამატი არ აქვს.   თქვენი დაკვირვებით საქართველოს კვალობაზე რამდენად ხელმისაწვდომია ოპერაცია? საქართველოს კვალობაზე რათქმაუნდა ძვირია, დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით კი ჩვენთან 3-ჯერ იაფია მსგავსი ოპერაციები, ამიტომ ხშირია უცხოელი პაციენტები. ერთ ოპერაციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც 30 წელი იბრძოდა რომ ტოპ-ოპერაცია გამხდარიყო, ეს არის საშუალო სიმსუქნის მქონე პაციენტებისთვის გათვლილი ოპერაცია, რომელთაც სიმსუქნესთან თანდართული დაავადებები სჭირთ. კუჭის მაშუნტირებელი ოპერაციებია ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი.   საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ  მსგავსი ოპერაციები უდიდესი რისკის შემცველია და დიდი შანსია შინაგანი სისხლდება განვითარდეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება? არავითარი საფუძველი, არც მეცნიერული, არც თეორიული ამ მოსაზრებას არ აქვს. ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს შეიძლება სისხლდენა განვითარდეს. მაგალითად, ბარიატრიულ პაციენტებში ყველაზე ხშირია თრომბო-ემბოლიური გართულებები, მაგრამ პროცენტულად გართულებების მაჩვენებელი ისეთივეა როგორც სხვა სახის ქირურგიული ოპერაციების დროს. ეს პაციენტები უფრო საგულდაგულოდ უნდა მომზადდნენ, უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად გართულებებისთვის, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით მძიმე პაციენტები არიან. თუ პაციენტს კარგად მოამზადებ, არ იჩქარებ, ფსიქოლოგიურად შეამზადებ, აუხსნი რა შეგრძნებები ექნება კვების შემდეგ პრობლემა არ დადგება. ბარიატრიული ოპერაციების მეორე, ყველაზე რთული გართულება ეს არის ”ლომკა” , კვებითი, რომელიც სამწუხაროდ აღწერილია თვითმკვლელობით. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/08/ekimi-nikoloz-gvaxaria.mp3"][/audio]   [post_title] => სიმსუქნე, დიაბეტი!! ოპერაცია გასაოცარი შედეგებით  [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => simsuqne-diabeti-operacia-gasaocari-shedegebit [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-08-02 18:04:13 [post_modified_gmt] => 2018-08-02 14:04:13 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=272105 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 286424 [post_author] => 6 [post_date] => 2018-09-19 16:01:37 [post_date_gmt] => 2018-09-19 12:01:37 [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ახალ სეზონს იწყებს. პირველი გადაცემა კი ისეთ აქტუალურ თემას ეხება, როგორიცაა სკოლისთვის მზაობა. უნდა იცოდეს თუ არა წერა, კითხვა  და თვლა პირველკლასელმა, როგორ უნდა გაჩერდეს ის გაკვეთილზე ხანგრძლივი დროით და ვისი ბრალია, როცა შეგუების პროცესი ასე რთულდება – ამ თემებზე გადაცემაში ბავშვთა და მოზარდთა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესრომა  ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.   ქალბატონმა ნატა, რატომ უჭირს ბავშვს პირველი დღეები ბაღსა და სკოლაში და ყოველთვის მიუთითებს თუ არა ეს ქცევით პრობლემაზე? ნამდილად საინტერესო თემაა, რადგან ხშირად ბავშვის სადმე დატოვებას მშობლები განიხილავენ მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. მაგალითად, ბავშვი ბაღში უნდა მიიყვანოს, რადგან თვითონ აუცილებლად სამსახურში უნდა იყოს. ზოგადად განვითარება არის ერთი წრფივი პროცესი, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ახასიათებს ადამიანს. რომელ ეტაპზე რა კრიზისულ მომენტს ვხდებით, ეს უკავშირდება იმას, განვითარების ეტაპების განმავლობაში როგორ გარემოში ვიყავით, როგორ გვექცეოდნენ და აღზრდის რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენს მიმართ. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ თუ ბაღში დარჩენა არის პრობლემა, ალბათობა იმისა, რომ ყოველ ჯერზე არის სერიოზული ქცევითი პრობლემა, ძალიან მაღალი არ არის. აქაა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ერთი, როდესაც ბავშვი შეჩვეულია ოჯახში, ან ძიძასთან ყოფნას და მისთვის ძალინ კომფორტულია იმ სოციალურ გარემოში ყოფნა, სადაც ნაცნობი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც მივდივართ ბაღში და გვხვდებიან პედაგოგები ან უკვე ადაპტირებული ბავშვები,  რომლებიც მაინც უცხოები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ბაღისთვის მომზადება დაიწყოს არა სამი წლის ასაკიდან, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია თავისი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად არსებობა კონკრეტული დროის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ დედამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რა დაკვეთა უნდა მისცეს ძიძას, რათა ბავშვმა ეტაპობრივად იკონტაქტოს ეზოში თანატოლებთან, დარჩეს ერთ ბებოსთან, მეორე ბებოსთან გარკვეული ხნით. ასეთ დროს დამშვიდობება, იმის გაჟღერება, რომ მე წავალ და დაახლოებით ამ დროს მოვალ ანუ მსგავსი ფრაზებით ფორმულირებული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.  როდესაც ბავშვმა იცის, როდის მოვა დედა, ეს იწვევს უსაფთხოების განცდას, ხოლო ეს განცდა მომავალში გადადის სხვა სიტუაციებზეც.
ბაღისთვის მომზადება უნდა დავიწყოთ ადრე და ეს რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მაგალითად წინასწარ უნდა გავაჟღეროთ, რომ  ბავშვს  ბაღში სიარული მოუწევს, უნდა მივიყვანოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბაღია და ვითამაშოთ იქ ცოტა ხნით. იდეალურ შემთხვევაში უნდა გავაცნოთ პედაგოგები, ვიყოთ მასთან ერთად დასაწყისში, ოღონდ ნორმირებულად. თუ ამის საშუალება ბაღში არ არის , მაშინ მნიშვნელოავანია პედაგოგების დახელოვნება იყოს ისეთი, რომ მათ შეძლონ ბავშვების ყურადღების გადართვა, რაც ცხადია, 45 ბავშვის პირობებში პრობლემაა. ბაღთან ადაპტაციის პერიოდი ერთიდან  ოთხ კვირამდე გრძელდება. შეიძლება ბავშვმა ისწავლოს, რომ თუ ის იტირებს, დედა მოქანდება, ხელში აიყვანს და წაიყვანს. რომ მასწავლებელი დარეკავს და დედა აუცილებლად მოვა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ის მანიპულაციას იწყებს და მერე უკვე ჩნდება ქცევითი პრობლემა, რომელიც მართულია ბავშვის მიერ.
  სკოლაზე მინდა გკითხოთ, როგორ შეიძლება 6 წლის ბავშვი 40 წუთი გაუნძრევლად გაჩერდეს გაკვეთილზე? ძალიან სერიოზული კითხვაა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ეს შეკითხვა ძახილის ნიშნით ხშირად უნდა გაიმეორონ მშობლებმა და სპეციალისტებმაც. ბავშვი დაწყებით კლასებში არ უნდა გაჩერდეს გაუნძრევლად 40 წუთის განმავლობაში! იმიტომ, რომ მისი განვითარების ნორმა მოითხოვს მოძრაობას და გადაადგილებას. სამწუხაროდ სკოლებში, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ გაკვეთილები 40 წუთამდე შემცირდაო, რეალობა მაინც სხვაა. ამის მიზეზი კი ბავშვის შესვენებაზე მართვის პრობლემაა. ანუ რიგი მიზეზების გამო, პედაგოგი ვერ ახერხებს ბავშვის მენეჯმენტს.  დერეფნები და ეზოები ადეკვატურად აღჭურვილი არა არის, საკლასო ოთახში სივრცე არაა და ბავშვს აიძულებენ ოთხკუთხა ოთახში დაფისკენ მიმართული იყოს და კონცენტრაციის აქტივობა განახორციელოს, მას კი ეს არ უნდა! იმიტომ რომ არ შეუძლია და არც სჭირდება ! არ მინდა, არ შემიძლია, არ მჭირდება არის სიტყვები, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და რომლებიც ყველამ უნდა მოისმინოს. არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანი. როდესაც რამეს მაიძულებენ, ან საბოლოოდ გავტყდები, დავემორჩილები და მოვიწყენ, რაც არ ვარგა. ან არ დავემორჩილები და ისეთ ქცევებს გამოვავლენ, რაც ნამდვილად იქნება ასოციალური ან ისეთ თვისებებს გამოვავლენ, როგორიცაა ყვირილი, ტირილი, სირბილი , იატაკზე დაწოლა და ასე შემდეგ...  მე ამაში ბავშვებს ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ის ამ ასაკში უნდა იყოს კონცენტრირებული მაქსიმუმ 9-10 წუთი აქტივობაზე, რომელიც მიმდინარეობს თამაშით და მიწოდებულია საინტერესოდ. ამის შემდეგ მას უნდა ჰქონდეს საშუალება ფიზიკური აქტივობის. ამ დროს პედაგოგი უნდა იყოს მრავალმხრივი განვითარების და იცოდეს, რა სჭირდება ბავშვს.  მას  ა, ბ, გ, დ-ს ფანტასტიურად შემოხაზვა  არ სჭირდება, მას სჭირდება: მშვიდი ემოციური გარემო, სოციალური კონტაქტების დამყარება თანაკლასელებთან, მასწავლებლის გაცნობა საგაკვეთილო და სასწავლო პროცესის პოზიტიურ კონტექსტში აღქმა, მოძრაობა, თამაში და ბოლოს წერა-კითხვა. წერა-კითხვას ყველა ვარიანტში ვსწავლობთ და არ გვევალება 2 და 3 თვეში ვიცოდეთ. ორი წლის მერე თუ კარგად ვკითხულობთ ან ვწერთ, მშვენიერია. რომელი სკოლის დერეფანში გინახავთ ისეთი რამეები, რომელიც სპორტულ აქტივობას გულისხმობს? როგორ გეკადრებათ, ჩვენთან დერეფანში გამოსვლა არ შეიძლება. ვაიმე ყვირის, ამბობენ 6 წლის ბავშვზე, უნდა იყვიროს! უნდა გამოუშვას ეს ენერგია, ამიტომ ხტუნვა ხმაური, ხელების აწევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
დაბალ კლასებში უნდა ხმაურობდნენ, თამაშობდნენ,  უნდა იყოს გამოყოფილი სივრცე, სადაც ბავშვი წევს, ზის, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მოძრაობსო, მოდის ამ სახის პრეტენზია და ეს წარმოუდგენელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშობელსა და პედაგოგს ინფორმაცია არ აქვს. საგნისა და აკადემიური ცოდნის მიცემა არ არის მხოლოდ სკოლის ფუნქცია. ხშირად ამ განცხადების  გამო კრიტიკის ქარცეცხლში აღმოვჩენილვარ, მაგრამ ეს ასეა.
რა კრიტერიუმით ფასდება სკოლისთვის მზაობა? სკოლისთვის მზაობის სამი კომპონენტი არსებობს.
  • პირველი გახლავთ ფიზიკური კომპონენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძვალკუნთოვანი სისტემა მზად არის ჯდომისა და კონცენტრირებისთვის. მას უნდა შეეძლოს სხეულის ისე ყრდნობა ან დაჭერა, რომ წეროს და ამ დატვირთვას მან უნდა გაუძლოს. კონცენტრაცია და  ყურადღება 6 წლის ასაკში უნდა განისაზღროს კონკრეტული დროის ფარგლებში.
  • მეორე კომპონენტი,  ესაა ემოციური მზაობა. ეს ნიშნავს, რომ მე შიმიძლია გარკვეული დროით, იდეალური დრო გახლავთ 3-4 საათი, დავრჩე აკადემიურ სივრცეში დედის, ოჯახის წევრის გარეშე. ისე, რომ მე არ ვღელავდე, არ ვშფოთავდე, უკან გამოქცევა არ მინდოდეს და სცენებს არ ვაწყობდე. ასევე აღსანიშნავია სოციალური და ემოციური მზაობაც, რომლის დროსაც მე შემიძლია კომუნიკაცია თანატოლებთან, სიამოვნებას ვიღებ ამით, ვეცნობი მათ და ვსწავლობ კომუნიკაციის დამატებით უნარ-ჩვევებს.
  • მესამე კომპონენტი, რომელზეც ჩვენი მშობლები და სამწუხაროდ პედაგოგების უმეტესობა აქცენტს აკეთებს, გახლავთ კოგნიტური ანუ აზროვნებითი.
სამივე კომპონენტი განსაზღვრავს, რამდენად მზად არის ბავშვი სკოლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ სკოლისთვის მზა ბავშვმა უნდა იცოდეს წერა და კითხვა. ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება იცოდეს ასოების იდენთიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ ბაღში მას აძერწინებდნენ ან გამოჭრილი იყო ასოები და აფერადებინებდნენ. საუბარია 5-დან 6 წლამდე და არა 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მათ ბაღში ათვლევინებდნენ მსხლებს, ბლებს, ქათმებს და აკეთებინებდნენ მარტივ არითმეტიკულ ამოცანებს, რაც საბოლოოდ მას ასწავლის ციფრის ან ასოების იდენტიფიკაციას და არა კითხვას და მიმატება-გამოკლებას ან გაყოფა-გამრავლებას. არიან ბავშვები, რომლებიც ამას ადრეულ ასაკში სწავლობენ. მაგრამ არიან მშობლები, რომელთა ბავშვებს არ უნდათ ეს, ხოლო მშობლები, იმიტომ რომ მეზობლის ბავშვმა იცის, აძალებენ რომ იმეცადინონ და ამას სამწუხაროდ აკეთებენ ბაღებშიც. ამ ფაქტს იყენებენ ერთგვარ კომერციურ ხრიკად და ამბობენ, რომ მათ აქვთ გაკვეთილები. ზოგიერთი მშობელი კმაყოფილია, რომ ბაღში არის  მაგალითად ინგლისურის და გერმანულის გაკვეთილი. არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო! ბავშმა უნდა იცოდეს ის, რაც დღეს არ იციან ბაღებში: დამოუკიდებლად ჭამა, ტუალეტის დამოუკიდებლად მოხმარება, თასმის შეკვრა, წვრილი მძივებისგან რაიმე კონსტრუქციის აწყობა, ფანქრის ისე დაჭერა, რომ კონტურებს არ გადავიდეს გაფერადებისას, აპლიკაციის გაკეთება, დაჭრა, დაწყობა, გაფორმება, ქვიშაში თამაში, პლასტელინით ძერწვა, მეგობრებთან კომუნიკაცია, სიბრაზის ადეკვატურად გამოხატვა. ამას უნდა ვასწავლიდეთ საბავშო ბაღებში და არა ვითომ ინგლისურს. ყველაფერი ეს განსაზღვრავს იმას, რამდენად წარმატებული მოსწავლე ვიქნები მე. ეს გახლავთ წინა სასკოლო მზაობა. ინფორმაციის არქონა და ცოდნისა თუ ერთი სისტემის არქონა, იწვევს პრობლემას. ეს მანიპულაციის საშუალებას აძლევს კერძო ბაღებს, რაც ჩემთვის ძალიან მწვავე საკითხია. ბაღების სააგენტო მოგმართავთ!! არ კონტროლდება არც ერთი კერძო ბაღი. ეს არ შეიძლება. ძალიან კარგი სამუშაოები მიდის საჯარო ბაღში, კერძოში რა ხდება, ვერ გაიგებ. როგორ  მოქმედებს დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მოტივაციაზე შეფასება ქულებით და საშინაო დავალებები? შეფასების სისტემა პირობითია, ქულით ბავშვი არ უნდა ფასდებოდეს. ბავშვის შეფასება ადრეული ასაკიდან ხდება, როდესაც მას ვეუბნებით, რა კარგად გამოგივიდა, რა ყოჩაღი ხარ, ძალიან მომწონს შენი თამაში, ეს შეფასებაა. ამას ქულის დაწერა არ სჭირდება, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ რაღაცეები შეფასდება, კონკრეტულად მისი ქმედებები და არა თვითონ. მან უნდა იცოდეს, რომ თვითონ ის ყოველთვის კარგია, რაღაც შეიძლება ისე ვერ გააკეთოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ცუდია. ვთვლი, რომ დაწყებით საგანმანათლებლო სისტემას ქულები არ სჭირდება. ქულები სჭირდებათ მოზრდილებს, პედაგოგებსაც და მშობლებსაც. შეიძლება მე პერიოდულად ვიკითხო ჩემი შვილის აკადემიური პროგრესის შესახებ, მაგრამ მნიშვნელოვანია  შეკითხვა, როგორც გრძნობს ჩემი შვილი თავს თქვენს სივრცეში. აი მერე უნდა მოდიოდეს უკვე შეკითხვა, გამოსდის კითხვა? საშინაო დავალებას რაც ეხება, ისიც უდნა იყოს ძალიან მარტივი და სწრაფად შესრულებადი. დასწავლა უნდა ხდებოდეს საკლასო ოთახში და არაა საჭირო საშინაო დავალებების ტარება ჩანთებით.
ადამიანის განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბედნიერების განცდა. აღმზრდელმა უნდა იმუშაოს იმაზე, რასაც მოაქვს ეს განცდა. ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ის აუცილებლად იპოვის თავის თავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ბავშვი ზუსტად 2 დღის წინ გახდა 6 წლის და ზოგი 7 თვის წინ და ეს განსხვავებები გასათვალისწინებელია. 6 წლის და 7 თვის ბავშვი გაცილებით წინაა განვითარებით, ვიდრე 6 წლის და 1 დღის.
აუცილებელია თუ არა ბავშვის დატვირთვა სხვადასხვა წრეებით სკოლის პარალულურად? ფიზიკური დატვირთვა კარგია ზომიერად. სასურველია, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლე დადიოდეს სკოლაში და ერთი, რომელიმე სახეობის სპორტზე. თუ სკოლაში სპორტის ამბავი კარგად არის დაგეგმილი, ჯობს დავუტოვოთ ჩვენს შვილებს თავისუფალი დრო „არაფრის კეთებისთვის“. არ შეიძლება, რომ მისი დრო იყოს ამოვსებული მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მცალია. მნიშვნელოვანია, ნელ–ნელა მივაწოდოთ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობები. მართალი გითხრათ, ძალიამ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იაროს ერთ-ერთი სკოლის გუნდზე, მაგრამ მას უნდა სიარული თექაზე, მე თანახმა ვარ. რომ ვკითხე, გუნდი გინდა თქო? მითხრა მოვიფიქრებ, როდის მინდაო. ბავშვმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი და მე მას ამაში უნდა დავეხმარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ჩაერიონ თუ არა მშობლები შვილების კონფლიქტში, როცა საუბარია ფიზიკურ დაპირისპირებსა და ბულინგზე ფიზიკური დაპირისპირება და ბულინგი კონფლიქტის ძალიან სერიოზული ნაწილია. არსებობს ტექნიკა, როგორ ვდგებით შუაში ფიზიკური დაპირისპირების დროს, როგორ ვაშორებთ ერთმანეთს და შემდეგ, რა დრო გვაქვს, იმისთვის, რომ სიტუაცია დაწყანარდეს  და რამდენი ხნის მერე უნდა დაველაპარაკოთ ბავშვებს. ამაზე ფსიქოლოგების უამრავი რეკომენდაცია არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქცევა იყოს მშვიდი, წყნარი, იზოლირებული. გადის ორივე ცალცალკე, ვაძლევთ ამოსუნთქვის საშულებას. წყალს ვაწვდით და ვეუბნებით რომ ვიცი, გაბრაზდი, გასაგებია და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გაივლის, ვსაუბრობთ, როგორ გამოვხატოთ სიბრაზე. თუ რომელიმე ბავშვი სიბრაზეს ისე გამოხატავს, რომ ვერბალური და ფიზიკური აგრესიის მაჩვენებელი მაღალია, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელმა ის უნდა გააგზავნოს სპეცილისტთან.
აი ბულინგი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამაზე ეგრევე ყურებდაცქვეტილი და თვალებგაფართოებული უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელიც და მშობელიც. ეს იმხელა პრობლემაა, ამან შეიძლება ადამიანი მიიყვანოს თვითშეფასების დაქვეითებამდე, აპათიურ გუნება-განწყობილებამდე, აგრესიამდე და თავად გახდეს ბულერი. ბულინგი არის თემა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ ძალიან სეროზულად.
    [post_title] => სამი რამ, რაც მიგითითებთ, რომ თქვენი შვილი სკოლისთვის მზადაა – ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sami-ram-rac-migititebt-rom-tqveni-shvili-skolistvis-mzadaa-fsiqolog-nata-mefarishvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-20 11:24:04 [post_modified_gmt] => 2018-09-20 07:24:04 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=286424 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 86 [max_num_pages] => 29 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => a262078b5450e45ca5ad95e20fd8e448 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები