LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი საბავშვო ბაღში არაფერს ჭამს

685

ნებისმიერი მშობლისთვის ბაღში ბავშვის კვების საკითხი უმნიშვნელოვანესია. როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა პატარა უარს ამბობს საკვებზე, რომელსაც მას საბავშვო ბაღში სთავაზობენ. სპეციალისტები გვირჩევენ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ პანიკას. აქ მთელი რიგი რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი, რომელიც უდავოდ გამოადგება ყველა მშობელს. მოდით განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რატომ არ ჭამს ბავშვი ბაღში.

  1. ბავშვს არ მოსწონს საბავშო ბაღის მენიუ. მაქსიმალურად გამოიყენეთ უქმეები, რათა პატარებს ის პროდუქტები შეაყვაროთ, რაც საბავშო ბაღშია. არც იმაშია ტრაგედია, თუ თქვენი შვილი უარს ამბობს ბარდის წვნიანზე და პიურესა და კატლეტს მიირთმევს.
  2. ბავშვი ზოგადად უჭმელია და არ უყვარს ყველა სახის საკვები. პედიატრები ამბობენ, რომ ეს აბსოლუტური ნორმაა. მით უმეტეს, თუ პატარას წონისა და სიმაღლის მკვეთრი დეფიციტი არ აქვს და არაა აღგზნებული. როგორც წესი, 6-7 წლიდან ბავშვები ყველაფრის ჭამას იწყებენ და ეს პრობლემაც გვარდება. სთხოვეთ ბაღის აღმზრდელს, არასოდეს დააძალოს თქვენს შვილს ბოლომდე ჭამა.
  3. საკვებზე უარის თქვა, ეს ბუნტია. ეს ხშირად ხდება, როცა ბავშვი პირველად მიდის საბავშო ბაღში. ის თავს არაკომფორტულად გრძნობს და ამას პროტესტით ავლენს. ასეთ დროს ბავშთან ჩხუბი უარეს შედეგს გამოიღებს. პირიქით, დაუთმეთ მას მეტი დრო, მოეფერეთ და ესაუბრეთ.
  4. ბავშვი ბაღის კვების რეჟიმს მორგებული არაა. თუ თქვენი პატარა მიეჩვია ჭამას დღის სხვა მონაკვეთში, მისთვის გადაწყობა რთულია. ამ დროს უნდა სცადოთ და სახლში შეცვალოთ კვების საათები ისე, რომ მაქსიმალურად მიუახლოვოთ ბაღის რეჟიმს. თუ ის უჭმელია, არასოდეს შესთავაზოთ მას საკვები ბაღში წასვლსამდე, მაქსიმალურად ეცადეთ რომ ბაღში მისვლამდე პატარამ მცირე დროით ფეხით გავლა მოასწროს, რათა მადა უფრო გაუძლიერდეს.  არასოდეს გაატანოთ თან ტკბილეული, კანფეტები ან პეჩენია. ასეთ დროს ის ყოველთვის უარს იტყვის ბაღის საკვებზე.
  5. ბავშვი ჭამს, მაგრამ საკვები არ ყოფნის. თუ ბავშვი ბაღიდან გამოსვლისას ამბობს, რომ ჭამა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ის მშიერია. ხშირად ბაღში შეთავაზებული მენიუს ულუფა მცირეა და შესაძლოა, თქვენი შვილისთვის ეს საკმარისი არაა. თუ თქვენს შვილს ბაღის საკვები არ ყოფნის, მისთვის დილას საკვების მცირე ულუფის მიცემაც შეგიძლიათ და სახლში დაბრუნებულისთვის, ნოყიერი კერძის შეთავაზებაც. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სახის ტკბილეული საზიანოა და ასეთ დროს პატარა ყოველთვის უარს იტყვის სასარგებლო საკვებზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები