LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიშოროთ თვალების გარშემო მუქი წრეები და შეშუპება

1030

თვალების გარშემო მუქი წრეების მიზეზი ზოგჯერ გენეტიკური ფაქტორები და ჰორმონალური დარღვევები, ზოგჯერ კი, ბანალური დაღლილობა და უძილობა ხდება. თუმცა, შეშუპებული თვალები და ჩამქრალი მზერა, ნებისმიერ შემთხვევაში არასასიამოვნოა, მითუმეტეს, რომ მათგან სწრაფად განთავისუფლება ყოველთვის ვერ ხერხდება.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში.

* წყალი – დალიეთ ორი ჭიქა სუფთა წყალი, რადგან შეშუპებას და მუქ წრეებს თვალების გარშემო პირველ რიგში გაუწყლოება იწვევს, ორგანიზმი კი, „გვალვას“ ებრძვის და წყალს პირველ რიგში თვალებთან პატარა „ტომრებით“ იმარაგებს.

*ყინული პიტნის და გვირილის ნაყენით – ორივე მცენარე ეფექტურად ებრძვის შეშუპებას. მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ – გააჩერეთ ყინული მაცივარში მხოლოდ 3 წუთს, რათა ზიანი არ მოაყენოთ მგრძნობიარე კანს თვალების გარშემო. თუ ყინული არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი კოვზი გააცივოთ და გამობერილი ნაწილით მიიდოთ პრობლემურ ადგილებზე.

* კორექტორი– პრობლემური ადგილების შესანიღბად აირჩიეთ ორი ტონით ღია ფერის კონსილერი და თითით ფრთხილად წაისვით თვალების გარშემო.

* სწორი მაკიაჟი – მუქი ფერის ფანქარი ზედა ქუთუთოზე ყურადღებას გადაიტანს პრობლემური ადგილებიდან, ხორცისფერი ფანქარი ქვედა ქუთუითოზე კი – მზერას გამოაცოცხლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები