LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიცვლება ტურიზმის ინდუსტრია 2060 წლისთვის

71

რობოტი-კარისკაცი და დნმ-ის მიხედვით შექმნილი პერსონალური მენიუ – მხოლოდ ნაწილია იმ სერვისისა, რასაც მომავლის სასტუმრო მომხმარებელს შესთავაზებს. ექსპერტებმა სცადეს, დაედგინათ თუ როგორ შეიცვლება ტურიზმის ინდუსტრია 2060 წლისთვის. მათი აზრით, სასტუმროებში ადგილის დაჯავშნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოხდება, ანუ ვირტუალური თანაშემწეები სასურველი ადგილის მოძებნას ბევრად გაამარტივებენ. გარდა ამისა, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ სასტუმროს ოთახი მთლიანად ადამიანის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე იყოს მორგებული. აეროპორტიდან ტრანსფერს მფრინავი ტაქსები შეასრულებენ, ხოლო მოგზაურებს ბარგის წაღება აღარ მოუწევთ, რადგან ყველა ოთახში 3D პრინტერი იქნება დამონტაჟებული და სასურველი ნივთების დამზადებას მომენტალურად შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები