LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ბოსტნეულის ჭამას

162

ყველამ კარგად იცის, რომ ბოსტნეული აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, თუმცა, არც ისე მარტივია, შევაჩვიოთ პატარა იმ საკვების მირთმევას, რომელიც არ უყვარს. გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რათა ბავშვი სიამოვნებით „დაუმეგობრდეს“ ბოსტნეულს.

საჭიროა:

* მთელი ოჯახი ერთად მიუჯექით მაგიდას და აქციეთ საუზმე, სადილი და ვახშამი სასიამოვნო დროსტარებად.

* აჩვენეთ ბავშვს თავად, როგორი სიამოვნებით მიირთმევთ ბოსტნეულს.

* თამამად ჩაატარეთ ექსპოერიმენტები – მოხარშეთ, მოთუშეთ ან შეწვით, ორიგინალურად დაჭერით, ააწყვეთ პატარა სურათები ან მიართვით ბავშვს ბოსტნეული გემრიელ სოუსთან ერთად.

* მუდმივად შესთავაზეთ, თუმცა ნუ დააძალებთ და არ გაგიკვირდეთ თუ „ომი“ ბოსტნეულთან რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

* შესთვავაზეთ ბავშვს „საძულველი“ ბოსტნეული საყვარელ საჭმელთან ერთად.

* პატარა ლამაზი ჯამები დაჭრილი ბოსტნეულით, დადგით შესამჩნევ ადგილას და თქვენი პატარაც მთელი დღე ბოსტნეულის ჭამით გაერთობა.

* მოიფიქრეთ სასაცილო ზღაპრები და ბოსტნეულის ჭამა მათი გაცნობის ფორმად აქციეთ.

 

არ შეიძლება:

* ნუ გაბრაზდებით თუ ბავშვი უარს ამბობს ბოსტნეულის ჭამაზე.

* ნუ აქცევთ საკვაბის მიღეღებას ომად და ტრაგედიად მორიგ წინააღმდეგობას.

* ნუ გადატვირთვათ ბავშვს ინფორმაციით ბოსტნეულის სარგებლობაზე.

* ნუ დამალავთ ბოსტნეულს სხვა საკვებში. ეს მხოლოდ გააღიზიანებს და გააბრაზებს ბავშვს.

* ნუ მისცემთ ოჯახის წევრებს თქვენი წესების შეცვლის უფლებას. თუ გადაწყვითეთ, რომ ტკბილეული ვაშლმა უნდა ჩაანაცვლოს, ბოლომდე მიჰყევით საკუთარ გეგმას.

* ნუ წაახალისებთ ბავშვს შოკოლადით ან სხვა კანფეტით ბოსტნეულის მირთმევის სანაცვლოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები