LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის მულტფილმი

134

ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაასკვნეს, რომ მულტფილმები ბავშვების ფსიქიკაზე ძლიერად მოქმედებს. ხარისხიანი და პოზიტიური მულტფილმები მშობლებს ბავშვის აღზრდაში დაეხმარება. ანიმაციის საშუალებით ბავშვი უფრო მარტივად ისწავლის კითხვას,  დათვლას, შეივსებს ლექსიკურ მარაგს, გაუვითარდება შემოქმედებით შესაძლებლობები და ექნება ინფორმაცია გარემოს შესახებ. ბავშვები ხშირად იმეორებენ რომელიმე პერსონაჟის მანერას, სწავლობენ მათგან სიკეთეს. კარგ მულტფილმებში მთავარი გმირი არასოდეს ნებდება და ბოროტებას ებრძვის. ასეთ დროს არ უნდა შეცდეთ და სწორად აარჩიოთ, რომელი ანიმაცია აჩვენოთ ბავშვს.

ერიდეთ მულტფილმებს, სადაც კადრები არის ზედმეტად ნათელი და ძალიან წრაფად და დინამიკურად იცვლება. ასეთ შემთხვევაში ანიმაცია ბავშვების ფსიქიკაზე ნეგატიურად იმოქმედებს და მშობელს ძალიან გაუჭირდება შვილის დაძინება. ამასთან, მსგავსმა კადრებმა, შესაძლოა, ბავშვს მხედველობაც დაუზიანოს. ხმამაღალი გახმოვანება და დაძაბული მუსიკა კი მას თავს აატკიებს.

ბავშვებს უჭირთ კარგისა და ცუდის განსხვავება,ამიტომ ნუ აჩვენებთ მათ აგრესიის სცენების შემცველ მულტფილმებს, ანდა ანიმაციებს, სადაც მთავარი გმირები არასწორად იქცევიან, უწმაწურ ფრაზებს ხმარობენ, სუსტს დასცინიან, ბავშვი მათ აუცილებლად მიბაძავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები