LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევღებოთ კვერცხი ნატურალური საღებავით

2533

სააღდგომო კვერცხის შეღებვა დიასახლისების სადღესასწაულო ტრადიცია, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ კვერცხის მხიარულ, ნამდვილ საგაზაფხულო ფერებში შეღებვა ბუნებრივი საღებავითაც შეიძლება.

* ხახვის ფურცელი – წითური კვერცხი

თუ მოყვითალო-მოყავისფრო (ანუ წითური) კვერცხი მოგწონთ, მაშინ ხახვის ფურცელი გამოიყენეთ. მოხარშეთ წყალში 3-4 ჭიქა წითელი ხახვის ფურცელი და გააციეთ, მერე კი, ჩადეთ კვერცხი და ხარშეთ კიდევ 7-10 წუთი.

* კურკუმი – ყვითელი კვერცხი

გაზაფხულის ნამდვილ ყვითელ ფერს მიიღებთ, თუ კურკუმის ფხვნილს გამოიყენებთ. ჩაყარეთ ერთი შეკვრა ფხვნილი ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და აურიეთ. გაციებულ ნაყენში ჩადეთ კვერცხი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.

* ჭარხალი – ჟოლოსფერი კვერცხი

ჩადეთ მოხარშული კვრცხი ახალგაწურულ ჭარხლის წვენში და რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო მუქი იქნება მისი ნაჭუჭის ფერი.

* ოხრახუში – მწვანე ფერის კვერცხი

სინამდვილეში, კვერცხის მწვანედ შეღებვა ნებისმიერი მწვანილით, ხმელი ისპანახით და ჭინჭრით შეიძლება. თუ ხმელი ჭინჭრით ღებავთ, ჩაყარეთ 3-4 კოვზი დაფქვილი მცენარე 1 ლიტრ წყალში და უკვე ნაყენში მოხარშეთ კვერცხი. ზუსტად იგივე მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ოხრახუშში შესაღებადაც. ლამაზ მწვანე ფერს მიიღებთ ისპანახის ნაყენისგან, მთავარია წვრილად დაკეპოთ მწვანილი, დაასხათ წყალი და ხარშოთ ნახევარი საათი, მერე კი, ცივ ნაყენში ჩადოთ კვერცხი და კიდევ ერთხელ მოხარშოთ.

* ია – ცისფერი კვერცხი
გამხმარ ყვავილს დაასხით ცხელი წყალი და დატოვეთ მთელი ღამით, დილას კი, ნაყენში მოხარშეთ კვერცხი. თუ იის საღებავს ცოტა ლიმონის წვენს დაუმატებთ, მაშინ საინტერესო ლავანდის ფერს მიიღებთ.

* წითელი კომბოსტო – ლურჯი ფერის კვერცხი

ჩაყარეთ ცხელ წყალში წვრილად დაჭერილი წითელი კომბოსტო (1,5-2 თავი კომბოსტო 0,5 ლიტრ წყალზე – იმის მიხედვთ, რამდენად ინტენსიური ფერი გსურთ მიიღოთ), ჩაასხით 5 სუფრის კოვზი ძმარი და გააჩერეთ მთელი ღამით, მიღებულ მუქი ლურჯი ფერის ნაყენში კი, მოხარშეთ კვერცხი.

* მოცვი წვენი – ვარდისფერი კვერცხი

ჩადეთ მოხარჩული კვერცხი მოცვის წვენში და რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო მუქი იქნება ნაჭუჭის ფერი.

* ჩაი – მუქი ყავისფერი კვერცხი

მაგარი ჩაი კვერცხს მუქ ყავისფრად შეღებავს, ხსნადი ყავა კი, სასიამოვნო შოკოლადისფერად. მთავარია უკვე მოხარშული კვერცხი ჩადოთ ჩაის ნაყენში ან ყავაში (1 კვერცხი – 1 ჩაის კოვზი) და სასურველი ფერის მიღებამდე გააჩეროთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები