LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევიძინოთ ინტერნეტით ავიაბილეთები იაფად

96

მრავალრიცხოვანი ინტერნეტ-სერვისების გამოჩენასთან ერთად, ტურისტების უმრავლესობამ უარი თქვა სააგენტოების მომსახურეობაზე და დამოუკიდებლად გადაწყვიტა მოგზაურობის დაგეგმვა.

მართალია, ტურისტული საიტები ამარტივებენ მოგზაურობის დაგეგმვას და გვეხმარებიან ყველაზე ხელსაყრელი წინადადების არჩევაში, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

ბევრი დარწმუნებულია, რომ ბილეთის ადრე შეძენა ფინანსების დაზოგვაში დაეხმარება. სინამდვილეში ოპტიმალური ვადა 45 დღეა. იმ შემთხვევაში კი, თუ კრიტიკულ პერიოდში, მაგალითად ახალი წლის დღესასწაულებზე აპირებთ მოგზაურობას, მაშინ ბილეთი რამდენიმე თვით ადრე უნდა შეიძინოთ.

თუ არც დროში ხართ შეზღუდული და ჯერ არც შვებულება დაგიგეგმავთ, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ ითამაშოთ ფასებით. 2-3 დღიანი სხვაობა აუცილებლად დაგეხმარებათ თანხის ეკონომიაში.

41067a628497ed7a97b2bbf3205cd90b

ბილეთების დაჯავშვნის სისტემა გაყიდვებიდან შემოსულ პროცენტებზეა დამოკიდებული. ამიტომ, პირველ ათეულში მათი წინადადებები მხოლოდ მათთვისაა სასარგებლო და არა თქვენთვის.

ბილეთის იაფად შეძენის იმედით მისი დიდხანს ძებნა, ხშირად წამგებიანია, რადგან სერვის-საიტებზე სიტუაცია საკმოად სწრაფად იცვლება და სანამ თქვენ ფიქრობთ, სხვამ თავისუფლად შეიძლება დაგასწროთ.

6f82ce362def9867313c87c7a6b163dc

ბილეთი ყოველთვის ”ინკოგნიტოს” რეჟიმში შეიძინეთ, რადგან გონიერ სისტემას თავისუფლად შეუძლია თქვენი ძიების ისტორიის დამახსოვრება IP-მისამართის გამოყენებით. ”ინკოგნიტოს” რეჟიმით კი, თქვენი სესია აბსოლუტურად სუფთა იქნება და ფასიც ძველ ზღვარს დაუბრუნდება, ისე როგორც უცნობი მყიდველისთვის.

გამოცდილ მოგზაურებს თუ დავუჯერებთ, ბილეთის შეძენა ყველაზე ხელსაყრელი შუა კვირაში ღამის საათებშია. თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ იმ ქვეყნის დრო, რომელშიც ავიაკომპანია მდებარეობს.

kinopoisk.ru

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები