LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ მეგობრობა – NESCAFE ახალ კამპანიას იწყებს

322

ახლო მეგობრები და რეალური ურთიერთობები ყავა NESCAFE -სთან ერთად – ყავის ცნობილი ბრენდი ახალ კამპანიას იწყებს.

”არავისთვის არის საკამათო, რომ სოციალური ქსელები რეალურ ურთიერთობებს ანაცვლებს. ეს უკვე აღარ არის საფრთხე, ეს ფაქტია. ამ თემის ირგვლივ ხშირად მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ ნესკაფე არის პირველი ბრენდი, რომელიც პრობლემას კამპანიით დაუპირისპირდება.

გამოწვევა „ახლო მეგობარი“- ის მიზანია მეგობრები კიდევ უფრო დაახლოოს ერთმანეთს, მოწყვიტოს ისინი ინტერნეტ სამყაროს ცოტა ხნით მაინც და შეკრიბოს მყუდრო გარემოში, მეგობრული საღამოს გასატარებლად ფინჯანი ყავის თანხლებით.

კამპანია Really Friends/ახლო მეგობარი შეეცდება შეამციროს დისტანცია მეგობრებს შორის და „ნიუსფიდის“ თვალიერების ნაცვლად, წაახალისოს ისინი, რომ პირადად მოინახულონ „ახლომდებარე“ მეგობრები. კამპანიის გმირად შერჩეულია ზურა ბალანჩივაძე რადგან შეიძლება ითქვას, რომ ის ფაქტობრივად სოც.მედია სივრცის ბინადარია. ზურა სტუმრად ეწვია თავის მეგობრებს 2 ფინჯანი ყავით ნესკაფე და სრულიად მოულოდნელი და საინტერესო გამოცდილება მიიღო, მიიღო შთაბეჭდილებები, რომელთა მიღებაც მონიტორის და ტელეფონის ეკრანიდან უბრალოდ შეუძლებელია.

ნესკაფეს პროექტის „ახლო მეგობარი“-ს მიზანია გაახალისოს, განაახლოს და შთააგონოს მეგობრები, მოწყვიტოს ისინი ვირტუალურ სივრცეს და აჩვენოს რეალური ურთიერთობების უპირატესობები.

ახლო მეგობრები და რეალური ურთიერთობები ყავა ნესკაფესთან ერთად! მეგობრობა ეკრანის გარეშე/მონიტორს მიღმა – ასეთია კომპანია ნესტლეს  კრეატიული კამპანიის ლაიტმოტივები. ნესკაფეს ახალი პროექტის მიზანია მოწყვიტოს მეგობრები ვირტუალურ სივრცეს და აჩვენოს მათ რეალური ურთიერთობების უპირატესობები”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ახალი კამპანიის წარდგენამ 12 ოქტომბერს, „ეზო“-ში მყუდრო და თბილ ვითარებაში ჩაიარა.

ცნობისთვის,  საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა, სადაც Really Friends კამპანია ხორციელდება. პირველად კამპანია 2013 წელს საფრანგეთში დიდი წარმატებით ჩატარდა და შემდეგ ეს კამპანია ძალიან ბევრმა ქვეყანამ აიტაცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები