LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ მეგობრობა

1381

თუ მეგობრობას „ბზარი“ გაუჩნდა, საჭიროა მისი დროულად გადარჩენა. ბავშვებს და მოზარდებს ერთნაირი სუვენირების გაცვლა ან ორივესთვის საინტერესო საქმის ერთად კეთება შეუძლიათ. მამაკაცების მეგობრობის გაძლიერება ფეხბურთის მატჩის ერთად ნახვით ან „მამაკაცურ თემებზე“ საუბრით შეიძლება, ქალების მეგობრობა კი, შედარებით რთული საკითხია, რადგან ზოგჯერ ქალბატონები მთელი ცხოვრება მეგობრობენ, ერთ დღეს კი, წვრილმანზე წაკინკლავებული  სამუდამოდ ემტერებიან ერთმანეთს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა გადაარჩინოთ და დიდი ხნით შეინარჩუნოთ თქვენი მეგობრობა.

თუ თქვენი მეგობარი აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა ან შეცდომა დაუშვა, უბრალოდ დაამშვიდეთ და ნუ დაეთანხმებით, რადგან შესაძლოა მართლიცაა, თუმცა ხმამაღლა მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ თქვენი მხარდაჭერა მიიღოს.

თუ ერთად სტუმრობთ წვეულებას, არ დატოვოთ მეგობარი მარტო, იმ შემთხვევშიც კი, თუ თქვენი ოცნების მამაკაცი გაიცანით.

ნუ შეყოვნდებით მეგობართან დიდხანს, სახლში დაბრუნებული კი, ნუ ეცდებით დარეკვას და დაუსრულებელი ისტორიის ან „ცხელ-ცხელი ჭორების“ მოყოლას, რადგან შესაძლოა თქვენს მეგობარს მძიმე დღის შემდეგ დასვენება უნდა.

ნუ იმეგობრებთ ანგარებით, რადგან მეგობრობა სასურველი ნივთების ხელში ჩასაგდებად ან რესტორანში ყოველთვის სხვის ხარჯზე ვახშმობისთვის, არასდროს იქცევა ნამდვილ მეგობრობად.

ნუ იწუწუნებთ ზედმეტს, ისე რომ მეგობარს არ მისცეთ ამოსუნთქვის საშუალება, რადგან შესაძლოა, მასაც აქვს სათქმელი და ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენ გგონიათ.

ნუ გაბრაზდებით, თუ თქვენს საუკეთესო მეგობარს სხვა მეგობრებიც ჰყავს. უკეთესია, თავად გაიცნოთ ისინი და სცადოთ დამეგობრება.

შური – ნებისმიერი მეგობრობის „მკვლელია“, ამიტომ ნუ შეგშურდებათ მეგობრის პროფესიონალური თუ პირადი წარმატებება.

ნაკლებად აკრიტიკეთ მეგობარი, უკეთესია მხარი დაუჭიროთ და რჩევით დაეხმაროთ. რა თქმა უნდა, ობიექტური კრიტიკა სასარგებლოა, თუმცა როცა მეგობარი ისედაც კრიტიკულ მდგომარეობაშია, უკეთესია სათქმელი შდარებით რბილად უთხრათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები