LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ მხნეობა და ენერგია

259

უხასიათობასთან და მოთენთილობასთან ბრძოლა ძალიან მარტივია, თუ გაითვალისწინებთ რამდენიმე ეფექტურ რჩევას!

* სწორი დღის რეჟიმი – დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს, ადექით სწრაფად და აუცილებლად ივარჯიშეთ. ორგანიზმი სწრაფად შეეჩვევა რეჟიმს, ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ კი, იგრძნობთ როგორ ივსებით დილიდანვე ენერგიით.

* ალკოჰოლი და თამბაქო – მოერიდეთ ლუდის საღამოს დალევას, რადგან სასმელი მეორე დღის ენერგიას „იპარავს“, არანაკლებ მავნებელია თამბაქო, რადგან მწეველებს განსაკუთრებით უჭირთ ადრე გაღვიძება და დღის მანძილზე მხნეობის შენარჩუნება.

* სუფთა ჰაერი – თანამედროვე ოფისში, ხელონური კონდიცირების პირობებში ძალიან რთულია სუფთა ჰაერის შენაჩუნება, ნახშირორჟანგის ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერი კი, ნეგატიურად მოქმედებს განწყობასა და შრომისუნარიანობაზე. გაანიავეთ ოთახი ნახევარ საათში ერთხელ და ენერგიის მოზღვავებასაც სწრაფად იგრძნობთ.

* სწორი კვება – მოთენთილობის მიზეზი ძირითადად არასწორი კვებაა, რადგან ჭარბი კალორიები და საკვები დიდი პორციებით ტვირთავს ორგანიზმს და მუდმივი დაღლილობის მიზეზიც ხდება. დილა მოხარშული კვეცხით დაიწყეთ, შუადღისას კი, ხილი ან ნუში მიირთვით. წაიხემსეთ დღეში რამდენჯერმე მცირე პორციებით და მთელი დღის მანძილზე შეინარჩუნებთ ენერგიას.

* პაუზა დღის მეორე ნახევარში – ალბათ შეამჩნიეთ, რომ სადილის შემდეგ, ყოველთვის გეძინებათ. ცუდი ამაში არაფერია, რადგან ადამიანის ორგანიზმი სწორედც ასეა მოწყობილი. წაუძინეთ ყოველდღე თუნდაც 20 წუთი და აუცილებლად შეინარჩუნებთ ენერგიას დღის მეორე ნახევრისთვის.

 

* ბუნებრივი სინათლე – ზამთარში, როცა ადრე ბნელდება, ორგანიზმი მოთენთილია და სულ ძილი უნდა. თუმცა, ზოგიერთი ოფისი, სადაც სინათლე არ აღწევს, არც გაზაფხულზეა უკეთესია. არადა, ორგანიზმი მეტად პრიმიტიული სქემით მუშაობს: დღისით აქტიურობს, საღამოს კი, – ეძინება. თუ დღის სინათლეს მოკლებული ხართ, გაანათეთ ოთახი კაშკაშა შუქით, რომელიც ორგანიზმს კორტიზოლის – „სტრესის ჰორმონის“ დამარცხებაში დაეხმარება და არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები