LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ წონა ზამთარში

47

ზამთრის პერიოდში,განსაკუთრებით ცუდ ამინდში,  ჩვენს ორგანიზმს გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ამიტომ შიმშილის გრძნობა უფრო მალე შემოგვიტევს ხოლმე, ვიდრე ზაფხულში. ამასთან , ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა პირდაპირ ზედმეტ კილოგრამებზე აისახება. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, ზამთარი ზედმეტი კილოგრამების მომატების გარეშე ჩაივლის და  თუ  წონაში დაკლებაც გსურთ, იდეალური სხეულის ფორმების მიღებაში ზამთრის სუსხი  ხელს ვერ შეგიშლით.

 

სწორი საუზმე

სწორი საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე ყველაზე მაღალი სწორედ დილითაა, 6-დან -12სთ- მდე. თუ საუზმეს მიჩვეული არ ხართ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევა, წინა ღამით ნუ მიირთმევთ მსუყე საკვებს, ასე არც თქვენი ორგანიზმი დაიღლება ღამის განმავლობაში, რადგან მასაც მოსვენება სჭირდება, დილითაც ჯანსაღი შიმშილის გრძნობით გაგეღვიძებათ. დილა დაიწყეთ ცილების მიღებით და არა ნახშირწყლების. ( კვერცხი, მოხარშული ქათამი, ხორცპროდუქტების ჩანაცვლება რძის პროდუქტებით შეიძლება). მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვინც დილას იღებს ცილას, ის დღის განმავლობაში ნაკლებს ჭამს. ასეთი მიდგომით,  არა მარტო შიმშილის გრძობას დავიკმაყოფილებთ, არამედ შევძლებთ ვაკონტროლოთ კიდეც

 

არ ინერვიულოთ

ამბობენ , რომ ყველა ავადმყოფობა გარკვეულწილად სტრესთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ  სტრესი თავის ტკივილებს, სისუსტეს, კანის დაბერებას და ნივთიერებათა ცვლის შენელებას იწვევს, მან შეიძლება წონის მომატებასაც შეუწყოს ხელი. ნუ შეუშინდებით სიძნელეებს, ჯანსაღმა სურვილმა უნდა მოგვცეს ძალა და რწმენა, რათა ნაბი-ნაბიჯ მივუახლოვდეთ სასურველ მიზანს.

 

ნუ ითვლით კალორიებს

არ დათვალოთ კალორიები. შეეცადეთ გაარკვიოთ როგორი ხარისხის და თვისებების მქონე საკვებს მიირთმევთ. ზედმეტად დაბალკალორიული საკვების მიღება გარკვეული პერიოდის შემდეგ წონაში მომატებას იწვევს. შეუძლებელია წარმატებულად დავიკლოთ მხოლოდ დროებითი დიეტით, საჭიროა სამუდამოდ შევცვალოთ ჩვენი რაციონი და კვებითი ჩვევები. ესაა ყველაზე სანდო გზა.

 

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

თვითნებურად დიეტის დაცვა ძალიან საშიშია და აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ჭარბი წონა მხოლოდ ფარული თუ აშკარა ქრონიკული დაავადების თანმხლები ფონი და სიმპტომია. ასეთ დროს, არ აქვს მნიშვნელობა წელიწადის რა დროა და რა დიეტას იცავთ.ადამიანს სჭირდება ძირითადი დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და სამკურნალო ღონისძიებების მთელი კომპლექსი.

 

იყავით მოძრავი

ეცადეთ რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ , ნუ გამოიყენებთ ლიფტს ან  ტრანსპორტს თუ არც ისე შორს ხართ წასასვლელი. გაისეირნეთ ფეხით, ფიზიკური აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფიგურისა და ჯანმრთელობისთვის.

 

არომათერაპია

ამ საქმეშიც არ დაივიწყოთ ზომიერება, გახსოვდეთ რომ ჭარბი რაოდენობის სხვადასხვა სუნმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. ამიტომ აუცილებელია ოქროს შუალედის პოვნა. ბოლო კვლევებით დადგინდა რომ ჭარბ წონასთან საბრძოლველად ყველაზე კარგია პიტნის სუნი. ამას გარდა არომათერაპია სტრესის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.

 

იკვებეთ საათობრივად

ყველაზე კარგია რეგულარული და 4ჯერადი კვება, რომლის უპირატესობები შემდეგშია: საჭმლის მომნელებელი სისტემის თანაბარი დატვირთვა; საკვების სრული დამუშავება და მონელება; საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისება; ორგანიზმის შიდა გარემოს მდგომარეობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების დროულად მიწოდების შედეგად. ამ დროს ერთ ჯერზე მიღებული საკვები არ უნდა აღემატებოდეს 300-400 გრამს.

 

ზამთარში წონის შესანარჩუნებლად აუცილებელია შევიმუშაოთ კვების გარკვეული სქემა. ეს არის ორი რეჟიმის მონაცვლეობა – განმტვირთავი და საბაზისო. გაითვალისწინეთ, თუ დიეტის დასრულების შემდეგ არ შევცვლით კვებით ჩვევებს და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმს, გავაგრძელებთ ძველებულ ცხოვრების წესს, რამაც წონის დაგროვებამდე მიგვიყვანა, შრომა წყალში ჩაგვეყრება.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები