LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ სწავლობენ ბავშვები სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვას საჯარო საბავშვო ბაღებში

1461

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში პირადი ჰიგიენისა და სისუფთავის დაცვის საკითხებზე ღია გაკვეთილები ტარდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ბავშვებში შესაბამისი ჩვევების ჩამოყალიბება სააღმზრდელო პროცესის თანმდევი ნაწილია.

ღია გაკვეთილებზე აღსაზრდელებისთვის მხიარული, იმიტირებული თამაშები ტარდება, თუ როგორ უნდა მოხდეს სისუფთავის დაცვა.

თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სახალისო მეთოდებით სწავლება ძალიან ეფექტურია, რადგან ბავშვები მარტივად და სწრაფად ითვისებენ ინფორმაციას და მას პრაქტიკაშიც იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობენ. გაიდლაინი „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საბავშვო ბაღებში“ 2016 წელს შემუშავდა და მასზე დაყრდნობით, უკვე მკაცრად და დეტალურად არის დადგენილი საბავშვო ბაღებში ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ძირითადი ღონისძიებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები