LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დავამარცხოთ კომპლექსები და შევიყვაროთ საკუთარი თავი

907

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხშირად, ცნობილი ლამაზმანებიც უკმაყოფილო არიან საკუთარი გარეგნობით და რა გასაკვირია, თუ მოდური ჟურნალების მოყვარულ, ჩვეულებრივ ქალბატონებს განწყობა უფუჭდებათ, როცა ხვდებიან, რომ ძალიან შორს არიან იდეალისგან. საინტერესოა, როგორ უნდა დავამარცხოთ კომპლექსები და შევიყვაროთ საკუთარი თავი.

საკუთარი თავის დასჯა – ნუ მიაქცევთ ყურადღებას უცხოთა შეფასებას და ნურასდროს შეგრცხვებათ საკუთარი თავის, რადგან სინამდვილეში, არავის არ აინტერესებს ვინ ხართ, როგორ ცხოვრობთ და თუ მათთვის აბსოლუტურად სულერთია თქვენი სამყარო, მაშინ თქვენ რატომ უნდა გაინტერესებდეთ მათი აზრი ან ნეგატიური შეფასება?! უკეთესია, იფიქროთ იმაზე, რაც სიამოვნებას განიჭებთ და მთელი ენერგია საკუთარი კომფორტის შექმნაზე დახარჯოთ. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, ხელი ჩაიქნიიოთ ყველაფერზე და აირჩიოთ არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ გარკვეულ დათმობაზე მაინც უნდა წახვიდეთ საკუთარ თავთან.

პირადი ცხოვრება – სამწუხაროდ, ქალთა უმეტესობა, ვინც ჭარბ წონას უჩივის ან ფიქრობს, რომ ნაკლებად სექსუალურად გამოიყურება, უარს ამბობს პირად ცხოვრებაზე. თუმცა, ფსიქოლოგების მტკიცებით, სინამდვილეში მამაკაცებს არა მოდელის გარეგნობის, არამედ აბსოლუტურად ჩვეულებრივი, გონიერი და კეთილგანწყობილი ქალბატონებით მოსწონთ კარგი იუმორის გრძნობით. დაივიწყეთ არასრულფასოვნების კომპლექსი და ნუ ეტყვით უარს სიმპათიურ მამაკაცს პაემანზე!

პოზიტიური წვრილმანები – შეხედეთ ყველაფერს იუმორით და მოძებნეთ ის საქმე, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ. თუ ფოტოგრაფიით ხართ გატაცებული და ფიქრობთ, რომ ჭარბი წონის პატრონი ნაკლებად ფოტოგენურად გამოიყურებით – ძალიან ცდებით, რადგან მსოფლიოში სულ უფრო აქტიულური ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესი და სოლიდური ფორმები, ანორექსიით ტანჯული მოდელები კი, სწრაფად კარგავენ პოპულარობას.

საყვარელი გართობა – იცხოვრეთ სავსე ცხოვრებით და ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს ნურაფერში. თუ საყვარელი დესერტის მირთმევა გსურთ – მიირთვით, თუმცა ნუ დაივიწყებთ ზომიერების გრძნობას. მოეშვით წუწუნს, მიზეზების მოგონებას  და თუ ზაფხულში ზღვაზე აპირებთ გამგზავრებას, სპორტდარბაზში ჩაეწერეთ, რათა არ შეგრცხვეთ გარუჯული ლამაზმანების გვერდით საკუთარი ფორმების დემონსტრირება.

დროის ფუჭად ხარჯვა – დაანებეთ თავი საკუთარი ნაკლის ძიებას და გამოიყენეთ დრო თქვენს სასარგებლოდ. რაც უფრო სწრაფად მიხვდებით, რომ მომხიბვლელობა მხოლოდ სრულყოფილებაში არაა, მით უფრო სწრაფად განთავისუფლდებით კომპლექსებისგან. უმჯობესია, იზრუნოთ განვითარებაზე, შეიძინოთ მეტი ცოდნა და ინფორმაცია, ვიდრე არაფერი აკეთოთ და იწუწუნოთ, როგორ უსამართლოდ გექცევათ ცხოვრება.

ისწავლეთ საკუთარი თავის დაცვა – სამწუხაროდ, თანამედროვე ქალებს თავად უწევთ საკუთარი ინტერესების და ზოგჯერ ღირსების დაცვა, ამიტომ ნურავის მისცემთ უფლებას მოგაყენოთ შეურაცხყოფა, რადგან თუ ერთხელ გაჩუმდით და პასუხი არ დაუბრუნეთ, გარშემომყოფები ჩათვლიან, რომ ყველაფრის უფლება აქვთ და არასდროს მოგეშვებიან. თუმცა, უკეთესია ჯანსაღი კვების რეჟმზე გადახვიდეთ, ივარჯიშოთ და გააკვირვოთ ის არაკეთილმოსურნეები, ვინც თქვენი დაცინვით ირთობს თავს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები