LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან IKEA–ს და Balenciaga–ს ლურჯი ჩანთები

138

კომპანია IKEA-მ ირონიული განმარტება გამოაქვეყნა, სადაც ახსნილია, როგორ არ უნდა აერიოს მყიდველს ერთმანეთში ბრენდ Balenciaga-სა და მათი წარმოებული, იდენტური ლურჯი ჩანთა.

ინსტრუქციაში სულ ოთხი პუნქტია მოყვანილი: პირველ რიგში, კომპანია გირჩევთ კარგად შეანჯღრეით ჩანთა, თუ ის შრიალებს, ეს IKEA-ს ნაწარმია.

ინსტრუქციის ავტორები მის მრავალფუნციურობაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ჩანთა აგურის, სხვადასხვა მძიმე ნივთისა და წყლის გადასაზიდათად კი საუკეთესო საშუალებაა.

მესამე პუნქტად IKEA გირჩევთ, ჩანთა ტალახით დასვაროთ, თუ ის მარტივად გაირეცხება, თქვენ ორიგინალის, ანუ მათი ნაწარმის მფლობელი ხართ.

და მეოთხე, IKEA-ს ჩანთა მხოლოდ 0,99 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები