LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დამსაქმებელი თქვენს უფლებებს არღვევს

262

თუ სამსახურში ვერ სარგებლობთ კუთვნილი შვებულებით, ან არ მოგცეს კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება, ან უკანონოდ დაგითხოვეს სამსახურიდან, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური, დღესდღეობით მისთვის მინიჭებული უფლებებით, სამართლებრივ დახმარებას ვერ გაგიწევთ, თუმცა დამსაქმებელთან მედიატორის როლს შეასრულებს და რჩევა-რეკომენდაციებს გაგიწევთ.

რეკომენდაციების იგორირების შემთხვევაში კი თქვენი მოთხოვნისათვის ბრძოლა კი სასამართლოში მოგიწევთ.

როგორც რადიო ”ფორტუნასთან” ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი არაბიძემ განაცხადა, მათი სამსახური ძირითადად სხვადასხვა საწარმო-დაწესებულებაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობების მონიტორინგზეა ორიენტირებული.თუმცა, მისივე თქმით, დღის წესრიგში დგას აღნიშნული სამსახურის უფლება-მოვალეობების გაფართოების საკითხიც.

უსაფრთხო შრომის პირობების კუთხით, ძირითადი პრობლემა, სამშენებლო სექტორშია. ირაკლი არაბიძის თქმით, მშენებლობის დროს ხშირ შემთხვევაში არ არის დაცული უსაფრთხოების აუცილებელი სტანდარტები, რაც საწარმოო ტრავმებს და სამწუხაროდ ფატალურ შემთხვევებსაც იწვევს. თუმცა არის შემთხვევებიც, როცა თავად დასაქმებული არ იცავს დამსაქმებლის მიერ გაცემულ მითითებებს უსაფრთხო სამუშაო პირობების დაცვის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში კი შრომის პირობების ინსპექტორები პასუხისმგებლობას დამრღვევ მხარეს აკისრებენ.

ამასთან, შრომის პირობების უსაფრთხოების მონიტორინგის შედეგად გაცემული აუცილებელი რეკომენდაციების გადამოწმებისას, 10-დან 7 შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომები გამოსწორებული და აუცილებელ ნორმებთან გათანაბრებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები