LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უწილადა ჟურნალისტს გოგონამ, რომელიც მოწყალებას ითხოვს, თავისი შოკოლადი…

62

ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი წერს ერთი პატარა თავგადასავლის შესახებ, რომელიც ახლახან გადახდა. როგორც ის ჰყვება, პატარა გოგონამ, რომელიც ტურისტებით სავსე ადგილებში მოწყალებას ითხოვს, მას თავისი შოკოლადი უწილადა. გიგამ გოგონასთან ერთად, რომელსაც მარი ჰქვია, ფოტოც გამოაქვეყნა…

„ეს არის მაგარი გოგო.

ტურისტებით სავსე ადგილებთან მორიგეობს. გამოგეკიდება, ფეხზე დაგეკიდება და სანამ ფულს არ მისცემ არ მოგეშვება. დილით შემეფეთა, აშკარად უცხოელი. ვეგონე…

გივ მი მანი მისტერ, დოლარ, დუბაი დიჰრამ, რუპია… იმენნა რომან გოცირიძეს გავდა.

გამეცინა მაგრად, გულიანად. აშკარად არ ელოდა ამ რეაქციას, როგორც წესი ან ეჩხუბებიან ან ფულს აძლევენ ხოლმე.

რა გაცინებსო, მკითხა უკვე ქართულად.

გინდა დაიჯერე და გინდა არა, ფული მართლა არ მაქვს და ისე მშია, არ ვიცი რა ჯანდაბა ვქნა-მეთქი (თავი შევაცოდე)…

გამიშვა ხელი და გაიქცა.

მეგონა, მოვიშორე თავიდან-მეთქი, გავაგრძელე გზა მეტეხის ხიდისკენ…

ბიჩო, ბიჩო… დამეწია 10 წამში. აჰა, შეჩამე და საბაგიროსთან დადექი, ბევრი ხალხია დღესო.

„სნიკერსი“ მომაწოდა, თვალი ჩამიკრა და სხვა მისტერს დაეკიდა ფეხზე.

მარი მქვიაო, ფოტოს გადაღებისას მითხრა 🙂

დღე მშვიდობისა, გამათხოვრებულო ერო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები